სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაცია თელავის ოფისში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო/ადმინისტრაციული  სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ძირითადი ფუნქციები:

- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;

- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები;

- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;

- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და  შესაბამისი რეაგირება/სამართლებრივი  დოკუმენტების მომზადება;

- საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმებისა და საიაში მიმდინარე პროექტების მიზნების  შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება/მოძიება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;

- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;

- კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;

- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- სამოქალაქო/ადმინისტრაციული  სამართლის ცოდნა;

- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება;

- ადვოკატის მოწმობა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

უნარ-ჩვევები:

- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ  ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის  25 ივლისი, 18:00 საათი. 

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე.

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge