სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.

 

საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის ძირითადი ფუნქციები:  

- საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;

- საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი;

- კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობა;

- საკონსტიტუციო სარჩელების და წერილობითი მოსაზრებების (Amicus Curiae) მომზადება;

- კვლევების მომზადება - ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლის სტანდარტებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხებზე.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);

- საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;

- საკონსტიტუციო სამართალწარმოების კუთხით მუშაობის გამოცდილება, რაც გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას, კონსტიტუციურ სარჩელზე მუშაობის და საკონსტიტუციო სასამართლოში მხარის (მოსარჩელე ან მოპასუხე) წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილებას;

- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

 

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც გამოავლენს მაღალ მგრძნობელობას და პროფესიონალიზმს, უმცირესობათა და მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების, სისხლის მართლმსაჯულების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხებში.

თუ კანდიდატს აქვს მხარის წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება, გთხოვთ სამოტივაციო წერილში მიუთითოთ საქმის დასახელება და ნომერი.

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

- ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.   

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018  წლის 12 თებერვალი - 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე

ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge