საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს მედიის მიმართულების იურისტის პოზიციაზე.
მედიის მიმართულების იურისტის ძირითადი ფუნქციები:
- საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მართვა;
- მედიის წარმომადგენლებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაცემა, განცხადებების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- ჟურნალისტების წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო პირებთან ურთიერთობაში;
- მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზი, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- მედია სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
- დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, პერიოდული გეგმების და ანგარიშების მომზადება;
- კვლევებისა და პუბლიკაციების მომზადება მედიისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში;
- სხვადასხვა დონეზე შექმნილი სამთავრობო და არასამთავრობო კომისიების და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;
- საიას რეგიონული ოფისებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით;
- პროექტთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მედია სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 თებერვალი, 18:00 საათი.
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე
ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge