საია აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ასისტენტი
ძირითადი ვალდებულებებია:
- წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის განხორციელება;
- ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენის მომზადებაში მონაწილეობა;
- სოციალური მედიის მართვაში მონაწილეობის მიღება;
- პოდკასტების ჩაწერა/დამუშავება;
- ღონისძიებების და პრესკონფერენციების ფოტო გადაღება;
- სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა;
- გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება PR-ის ან მარკეტინგის სპეციალობით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 500 დან - 700 ლარამდე (დარიცხული), კონკურსანტის განათლების, პროფესიული გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე.
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
წარმოსადგენი დკუმენტები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge
საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!
გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 2 ივლისი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494.