საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის კოორდინატორთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები;
- პროექტის კოორდინატორთან და ორგანიზაციის პიარ-მენეჯერთან შეთანხმებით, დაგეგმოს და უზრუნველყოს პროექტთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, და სხვადასხვა სახის საჯარო ღონისძიებების USAID-ის რეგულაციების გათვალისწინებით განხორციელება;
- უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა თემატური ანგარიშების და საჯარო განცხადებებისთვის ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ანგარიშების/განცხადებების პროექტების მომზადება;
- უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების საფუძველზე პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენების მომზადება;
- საიას რეგიონულ კოორდინატორთან, რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან, საიას სადამკვირვებლო ლიგის წევრებთან და პროექტის მონიტორებთან იქონიოს მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობა;
- პროექტის კოორდინატორთან ერთად უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ.
კანდიდატი უნდა იცნობდეს და იზიარებდეს საიას მისიას და ადამაინის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის პრინციპებს, ამავდროულად ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადამიანის უფლებათა სამართლის ფუნდამენტური საკითხების ცოდნა;
- შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და უნარ-ჩვევები (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება);
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია საარჩევნო და/ან თვითმმართველობის სამართლის ცოდნა;
- სასურველია გენდერული საკითხების, უმცირესობათა და მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების მიმართ მგრძნობელობა და თეორიული ცოდნა, ან ამ საკითხებზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 800 დან - 1100 ლარამდე (დარიცხული), კონკურსანტის განათლების, პროფესიული გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე.
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტები შემდეგ მისამართზე anitabidze@gyla.ge.
საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!
გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 18 ივნისი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge