საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საქმისწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- ორგანიზაციაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
- ორგანიზაციაში მოსული პირების დახვედრა, ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიღება და გადამისამართება;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ქსეროასლების გადაღება და ადრესატისთვის დროული მიწოდება;
- ორგანიზაციის საქმისწარმოების ბაზის ყოველდღიური განახლება;
- რეგისტრაციისა და დოკუმენტების შინაარსის მიხედვით სააღრიცხვო/საცნობარო რეესტრის წარმოება;
- შემოსული დოკუმენტების დროული განხილვის, განაწილებისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება;
- დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულების კონტროლი;
- საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- შემოსული წერილების, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების აღრიცხვა და აღნიშნულის საფუძველზე, ზოგადი სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
- ორგანიზაციაში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ოქმების მომზადება;
- თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის შეხვედრების შეთანხმება/დაგეგმვა და ორგანიზება;
- საჭიროების შემთხვევაში ადამიანური რესურსებისა და პრ-ის ჯგუფს დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებთან (მედია წარმომადგენლები, თანამშრომლები, წევრები, ბენეფიციარები, სტუმრები) ურთიერთობის აუცილებელი უნარები. მათთან დიპლომატიური და ტაქტიანი საუბრის მანერა;
- საქმისწარმოების, ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენის, მიღებული დოკუმენტების კლასიფიკაციის, რეგისტრაციის და მათთან მუშაობის უნარი;
- ეტიკეტის წესების ცოდნა;
- აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოების უნარი;
- უნარი განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს კონფიდენციალურ საკითხებს;
- სწრაფი ბეჭდვისა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
სააპლიკაციო ფორმის არასრულად შევსების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 ივნისი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე;
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge