საია აცხადებს კონკურსს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;
- საჩივრების მომზადება ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს კომიტეტების და საჭიროებისამებრ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე;
- პირადი, სატელეფონო, ონლაინ და წერილობითი კონსულტაციების გაწევა;
- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების (კონკრეტული სფეროს ფარგლებში) შესწავლა/გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების/ ანგარიშების მომზადება;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამოსამართლო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;
- პრეს-რელიზების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება საერთაშორისო საჯარო სამართლში ან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ევროსასამართლო თემატიკაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად).
უნარ-ჩვევები:
- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- წერითი დავალება - მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები შეასრულებენ წერით დავალებას;
- გასაუბრება - მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 8 მაისი, 18:00 საათი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge