სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ფინანსური დირექტორი

უკან

საია აცხადებს კონკურსს ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
 

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი  
 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:  2016 წლის 25 ოქტომბერი

 

ძირითადი ფუნქციები:

- ორგანიზაციის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტების დაგეგმვა და კონტროლი;

- ფინანსური განყოფილების მიერ საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;

- ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი და ორგანიზაციის მატერიალური/ფინანსური რესურსების ხარჯვის სისწორეზე ზედამხედველობა;

- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა და  უზრუნველყოფა;

- მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;

- წლიური და პროექტული აუდიტის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა;

- დაქვემდებარებული სტრუქტურის და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე თანამშრომლების ხელმძღვანელობა;

- საბუღალტრო და გრანტების მენეჯმენტის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მისი განვითარების ხელშეწყობა;

- ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

- სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვის პროცედურების დაგეგმარება შიდა რეგულაციების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

- შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმების კონტროლი;

- საიას მატერიალური რესურსების ხარჯვის სისწორეზე ზედამხედველობა;

- ოფისების კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვასა და  მათ მუშა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

- ორგანიზაციის IT რესურსების მართვაზე ზედამხედველობა;  

- პროექტების დაფინანსების მოძიებაზე პასუხისმგებელ პირთან მუდმივი კომუნიკაცია;

- ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის საქმიანობაზე ზედამხედველობა.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;

- პროფესიული კვალიფიკაცია - CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA;

- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);

- ფინანსური ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

- კომპიუტერული საოფისე და ბუღალტრული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები: 

- ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;

- დაგეგმვისა და მართვის უნარი;

- ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი;

- რესურსების მართვის უნარი;

- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

კონკურსის ეტაპები:

-პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

-მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად 2500-3500 ლარის (დარიცხული) ფარგლებში.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის  25 ოქტომბერი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge