სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საპარლამენტო მდივანი

უკან

საია აცხადებს კონკურსს საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

- საკანონმდებლო წინადადებების მომზადება და პარლამენტში წარდგენა;

- პარლამენტში შესული კანონპროექტების გაცნობა, საია-ს კომპეტენციას მიკუთვნებული ინიციატივების იდენტიფიცირება, შესაბამისი დასკვნების/მოსაზრებების მომზადება და პარლამენტში წარდგენა;

- ორგანიზაციის წარმოდგენა პარლამენტის საკომიტეტო/პლენარულ და ბიუროს სხომებზე;

- სხვადასხვა პირებისათვის კონსულტაციების გაწევა საკანონმდებლო წინადადებების საქართველოს პარლამენტში შეტანის/საკანონმდებლო პროცესის/მიმდინარე კანონპროექტების თაობაზე;

- ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა საჯარო განცხადებების მომზადება პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;

- კვლევების/ანგარიშების მომზადება;

- თემატური სამუშაო ჯგუფების, შეხვედრებისა და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი  იურიდიული განათლება;

- იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება;

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერით დონეზე;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

უნარ-ჩვევები:

- ანალიტიკური აზროვნების უნარი

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი

- ეფექტური კომუნიკაციის და საჯაროდ სიტყვით გამოსვლის უნარი

- მაღალი შრომის დისციპლინა

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის  7 ოქტომბერი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge