საია აცხადებს კონკურსს პროექტის „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის გარემოსა და საარჩევნო დავების წარმოების დროს გამოვლენილი დარღვევების/ტენდენციების შედეგების ანალიზის მიხედვით კვლევის მომზადება;
- პროექტის ფარგლებში საჯარო განცხადებების პროექტის მომზადება;
- პროექტის ფარგლებში გასაგზავნი წერილების მომზადება;
- პროექტის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მოსაზრებებისა და დასკვნების მომზადება;
- პროექტის პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება;
- პროექტის ფარგლებში შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში საიას რეგიონულ ოფისებთან კომუნიკაცია
- გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხის ქონა;
- 2 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება;
- საარჩევნო სამართლის ცოდნა;
- ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო ისე წერით დონეზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია გამოცდილება კვლევითი მიმართულებით.
უნარ-ჩვევები:
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 1700-დან 2100 ლარამდე (დარიცხული) ოდენობით კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 9 სექტემბერი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge