სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის რეგიონული ოფიცრები

უკან

საია თელავში, გორში და აჭარა-გურიის რეგიონებში აცხადებს კონკურსს მიგრაციის პროექტისსაქართველოში მიგრაციის მენეჯმენტის განვითარება, კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირების, ცნობიერების ამაღლების, ქსეულური მუშაობისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით“ სამი რეგიონული ოფიცრის პოზიციაზე.

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ამოცანებია:

1. სისტემური კვლევის მეშვეობით, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარებაში;

2. მიგრანტების გაძლიერება მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, მათი ცნობიერების ამაღლებით; მიგრაციაზე  გავლენის მქონე სუბიექტების გაძლიერება მიგრაციის მართვაში;

3. მიგრაციისა და განვითარების ხელშეწყობა, ქსელური მუშაობითა და ახალი კავშირების/შესაძლებლობების შექმნით. მიგრანტთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება;

4. ინოვაციური მექანიზმების შექმნა მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად.

გამოცხადებული ვაკანსიის ფარგლებში, თელავის ოფიცერი იმუშავებს კახეთის რეგიონში, გორის - შიდა ქართლში, ხოლო აჭარა-გურიის ოფიცერი იმუშავებს ორივე რეგიონში.  

 

ოფიცრის ძირითადი მოვალეობები:

- პროექტის ფარგლებში შექმნილი კვლევითი ცენტრისათვის ინფორმაციის მუდმივი  და სისტემური მოპოვება, დამუშავება და მიწოდება (კითხვარბის შევსებით, ინტერვიუებით, ფოკუს ჯგუფების ჩატარებით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნით, და ა.შ.);

- პროექტის ფარგლებში რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება (საინფორმაციო კამპანიის, სოფლებში მობილური ვიზიტების, ტრენინგების, და ა.შ.);

- სხვადასხვა ადგილობრივ პარტნიორთან მუდმივი კომუნიკაცია (სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, და ა.შ.);

- პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;

- პროექტული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;

- მცირე მოცულობის დოკუმენტების თარგმნა (ქართულიდან ინგლისურად); სხვადასხვა ტექნიკური დავალების შესრულება.

   

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი შემდეგი დარგებიდან ერთ-ერთში: განვითარების თეორიები (development studies), მიგრაცია, ცვლილების თეორიები, ბიზნესის საფუძვლები, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო სამართალი ან სხვა დაკავშირებული დარგი.

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

- კომპიუტერთან მუშაობა;

 

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- მიგრაციის საკითხების ცოდნა;

- სხვადასხვა საგრანტო პროექტებში მუშაობის  გამოცდილება;

- საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპეციფიკის ცოდნა;

- ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამების (MOOC) გამოყენების გამოცდილება;

- ცხრილებთან და რუქებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;

- ინგლისურის გარდა, სხვა უცხო ენის ცოდნა (მაგ. თურქული, გერმანული, იტალიური ან სხვა).

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

შრომის ანაზღაურება შეადგენს: 400 ლარიდან - 800 ლარამდე (დარიცხული),  კვალიფიკაციის, გამოცდილების და ცალკეულ რეგიონში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მიხედვით.

კონკურსის ეტაპები

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის  10 ოქტომბერი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494, თეონა მაჭარაშვილი 577070594;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge