სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი

უკან

საია აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე.

 

ძირითადი ვალდებულებებია:

- ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენის მომზადებაში მონაწილეობა;

- სოციალური მედიის მართვაში მონაწილეობის მიღება;

- პოდკასტების ჩაწერა/დამუშავება;

- არსებული ღონისძიებების და პრესკონფერენციების ფოტო გადაღება;

- გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; 

- სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;

- სარეკლამო და პოლიგრაფიულ კომპანიებთან თანამშრომლობა.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- უმაღლესი განათლება , ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის სფეროში;

- PR - ის ზოგადი მეთოდოლოგიის ცოდნა;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი და კრეატიული აზროვნება;

- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის  მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- სამოტივაციო წერილი;

- ავტობიოგრაფია (CV);              

- ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.

 

ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

სტაჟირება არ ითვალისწინებს მუდმივად ოფისში ყოფნას და სრული განაკვეთით მუშაობას, საჭიროებისამებრ პიარ მენეჯერთან შეთანხმებით შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 6 თვე

სტაჟირების დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა - 2016 წლის 17 სექტემბერი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494