სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოფისის მენეჯერი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

- საიაში სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;

- ზედამხედველობა მძღოლების, დარაჯებისა და დამლაგებლების საქმიანობაზე; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

- საიას ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის კონტროლი; საწვავის ხარჯვის კონტროლი;

- ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვის პროცედურების ინიცირება/წარმართვა საიას შიდა რეგულაციების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

- ახალი მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმართვა და ურთიერთობა;  

- შესყიდვების ხელშეკრულების მომზადება და კონტროლი დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე; შესაბამისი რეესტრის წარმოება;

- შესყიდული მატერიალური ფასეულობების, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების წარმოება;

- ოფისების კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვასა და  მათ მუშა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის განხორციელება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება;

- საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, Outlook; 

- ანალოგიურ საქმიანობის განხორიელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

-  ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

- ორგანიზებულობა;

- ანალიტიკური აზროვნების უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

  

ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ  ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577 44 14 94.