საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია ქუთაისის ფილიალში აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;
- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები;
- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმებისა და საიაში მიმდინარე პროექტების მიზნების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება/მოძიება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;
- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;
კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
- სასამართლო პრაქტიის მოძიება და გაანალიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება.
- სისხლის სამართლის ცოდნა;
- ადვოკატის მოწმობა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- სამოტივაციო წერილი;
- ერთი წერილობითი რეკომენდაცია კონკურსანტის უშუალოდ აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ;
- ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან ზოგადი მიმართულებით).
ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- წერითი დავალება - მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებთან შედგება წერითი გამოცდა;
- გასაუბრება - მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 17 ივნისი;
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577 44 14 94;
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge