”შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვის პროცესში 2018 წლის 13 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა აქტივისტურმა ჯგუფებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს, მარიანა ტისენის და სესილია მალმსტრომს. საპასუხო წერილი ევროკომისრებისგან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ გამოიგზავნა, სადაც აღწერილია ევროკომისრების მოსაზრებები შრომის უსაფრთხოების მიღებულ კანონთან და საქართველოში შრომის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
2018-04-16 11:27 სრულად ნახვა2018 წლის 10 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებზე საგადასახადო შეღავათების თანაბრად გავრცელებას.
2018-04-13 16:19 სრულად ნახვასაიამ სტუდენტებს ელექტრონული პეტიციების პორტალი Ichange გააცნო. დიკუსია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართა.
2018-04-12 14:44 სრულად ნახვაკოალიციის საკანონმდებლო წინადადებები იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და თავმჯდომარეთა ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით
2018-04-12 13:01 სრულად ნახვაკოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
2018-04-10 10:44 სრულად ნახვაუკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს, დიღმის მასივში, შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
2018-04-09 17:47 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეთა კონკურსის მონაწილეების საყურადღებოდ!
2018-04-05 12:41 სრულად ნახვასაიას 2018 წლის იანვარი-მარტის თვეების შემაჯამებელი საინფორმაციო ბიულეტენი #2.
2018-04-04 16:48 სრულად ნახვაკონსტიტუციური ცვლილებები პროცედურული დარღვევით არის მიღებული
2018-04-02 10:51 სრულად ნახვაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის სხდომაზე მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, განაცხადა, რომ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს საბჭოს სხდომების დახურვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ისე დემოკრატიული მართვის პრინციპებს. ამგვარი ინიციატივა მხოლოდ დამაზიანებელი შეიძლება იყოს საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, საბჭოში განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის და სასამართლოს რეპუტაციისთვის.
2018-03-31 21:25 სრულად ნახვა