სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს “საგამოძიებო ჟურნალისტიკის ზამთრის სკოლაში”

“ზამთრის სკოლა” საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მიზნად ისახავს ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობას, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში აუცილებელი სამართლებრივი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი აქტუალური თემების გამოძიების წახალისებას.  

2013-11-28 09:42 სრულად ნახვა

საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის სათანადო რეგულაციების საჭიროების შესახებ

უკანასკნელი რამდენი წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის თემა საკმაოდ ხშირად ხდებოდა საზოგადოებისა და მედიის განხილვის საგანი. მწვავე კრიტიკას იმსახურებდა საჯარო მოხელეთა მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესყიდვა. 

2013-11-28 02:15 სრულად ნახვა

საიამ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

მიმდინარე წლის 06 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ კანონის პროექტი. საია მიესალმება დევნილთა შესახებ ახალი კანონის მიღების ინიციატივას და მის  საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მცდელობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კანონპროექტში არის სადავო ნორმები (დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და დევნილის შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები), რომელთა წარმოდგენილი სახით მიღება არ მიგვაჩნია გამართლებულად. 

2013-11-26 07:37 სრულად ნახვა

http://gyla.ge/geo/parliament

http://gyla.ge/geo/parliament

2013-11-26 02:38 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში    სტაჟირების ხანგრძლივობა:  6 თვე ადგილმდებარეობა: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. # 15   საკონკურსო  მოთხოვნები:  

2013-11-25 05:15 სრულად ნახვა

შეხვედრები რეგიონებში მიგრაციის თემატიკაზე

2013 წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა სხვადასხვა რეგიონში (გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი) ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. 

2013-11-22 00:50 სრულად ნახვა

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება ტელეკომპანია ,,TV3“-თან დაკავშირებით

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 20 მაისის N343/11 გადაწყვეტილებით გაცემული თანხმობის საფუძველზე შპს „TV3“-ის წილის 9%-ის მესაკუთრე გახდა კახა ბაინდურაშვილი.    ცნობილია, რომ კახა ბაინდურაშვილი ამავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო პალატის პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.  

2013-11-20 08:36 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

ხელმომწერი პირები უარყოფითად ვაფასებთ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა:  -განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა. 

2013-11-19 05:14 სრულად ნახვა

ტრენინგი კორპორატიულ ბრენდინგში

2013 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა  მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.    ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.  პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაცია და განვითარება გულისხმობს ქართული დიასპორის წევრების როლის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში და მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. 

2013-11-19 01:49 სრულად ნახვა

შეხვედრა მიგრაციის თემატიკაზე საია-ს თელავის ოფისში

2013 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა თელავში საია-ს ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

2013-11-17 01:07 სრულად ნახვა