სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში.   20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.   18:00-დან 21:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: 

2013-10-27 12:38 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

დღის 18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში. უპირველესად, გვსურს განვაცხადოთ, რომ როგორც წინა პრესკონფერენციებზე აღვნიშნეთ, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.   უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

2013-10-27 09:35 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის

დღის 15:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში. კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.    ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე. უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები. ჩვენი შეფასებით, დარღვევები, ძირითადად, განპირობებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობით. 

2013-10-27 06:48 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 09:00 საათისთვის

დილის 9 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. საიას დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე, ძირითადად სპეც უბანზე პრობლემები შეექმნათ უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით. დაფიქსირდა ასევე პრობლემები წილისყრის პროცედურებთან და საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით.  

2013-10-27 00:55 სრულად ნახვა

საიას სადამკვირვებლო მისია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე  სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

2013-10-26 04:43 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო გარემოს შეაფასეს

მოკლე მიმოხილვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდი მთლიანობაში დადებით შეფასებას იმსახურებს და 2012 წელთან შედარებით გაცილებით მშვიდ ვითარებაში, ნაკლები დარღვევების ფონზე წარიმართა.   2013 წლის დასაწყისში პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელმაც საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შემუშავება მოახერხა. ძირითადად, ეს ცვლილებები პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საარჩევნო სიების ფორმირებას შეეხებოდა. ცვლილებები არ შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობას, საარჩევნო სისტემას, საარჩევნო დავებს, კენჭისყრის პროცედურებს; ასევე, საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.     

2013-10-26 04:18 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ასარჩევად მიმდინარე კონკურსს ეხმაურება

2013 წლის 17 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში, ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების" მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა კი ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დარჩენილი ორი წევრის ასარჩევად კონკურსი გაგრძელდება.   

2013-10-24 09:02 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში  მოიცავს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში:  კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა. 

2013-10-24 07:56 სრულად ნახვა

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეოთხე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2013 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.   

2013-10-22 05:59 სრულად ნახვა

საიამ საჯარო დაწესებულების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გამართა

2013 წლის 21 ოქტომბერს საიამ მორიგი კვლევის „საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი“ პრეზენტაცია გამართა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით კვლევაში წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქრთველოში არსებული პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.  კვლევაში ინდივიდუალურად არის განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარალმენტის, მთავრობის კანცელარიის, საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის ივლისის თვის ჩათვლით, როგორც შესყიდული ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული  ავტოსანტრაპორტო საშუალებების შემთხვევები. 

2013-10-21 06:29 სრულად ნახვა