სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ რეპრესირებულთა შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. ცვლილებებისა და დამატებების მიზანია, უზრუნველყოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა უფლებების ჯეროვანი აღიარება, დაცვა და პრაქტიკაში რეალიზაცია.  

2013-12-12 02:40 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის (წერის შედეგები) სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ცნობილი გახდება 2013 წლის 24 დეკემბერს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 2013 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება საიას ვებგვერდზე. 

2013-12-11 08:22 სრულად ნახვა

საია საქართველოს პროკურატურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა საქართველოს პროკურატურის რამდენიმე მაღალმა თანამდებობის პირმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, რომელიც თანამშრომლებს საკუთარ კაბინეტში იბარებდა და გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას ითხოვდა. თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არცერთ მათგანს არ განუმარტავედნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი.  

2013-12-11 07:19 სრულად ნახვა

ნოემბრის თვის წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის დახმარებით პირი გათავისუფლდა 75 577 ლარის ოდენობით არასათანადო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებისგან საია-ს ადვოკატი იცავდა თ.კ-ს და მისი შვილის ა.რ-ს ინტერესებს სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავაში. სამედიცინო დაწესებულება ითხოვდა თ.კ-ს დაკისრებოდა მისი მეუღლის მკურნალობის ხარჯები 75 577 ლარის ოდენობით და ამ მიზნით გაყიდულიყო აუქციონზე თ.კ-ს შვილის, ა.რ-ს უძრავი ქონება, რადგანაც მოსარჩელის (სამედიცინო დაწესებულება) მოსაზრებით ეს ქონება თვალთმაქცურად იქნა გადაფორმებული ა.რ-ს სახელზე.   

2013-12-11 03:43 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე წერილობითი დასკვნა წარუდგინა

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფორმატის გათვალისწინებით, საიამ პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. უპირველესად, ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ წამოწყებული რეფორმა თავისი არსითა და მასშტაბით უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის ის სისტემა, რომელიც დღეისათვის მოქმედებს, არ არის საკმარისად გამართული, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე საკმარისად ორიენტირებული და არსებობს მისი ცვლილების საჭიროება. შესაბამისად, საია მხარს უჭერს წამოწყებულ რეფორმას. 

2013-12-10 04:46 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებები ის უზენაესი და წარუვალი ღირებულებებია, რომელთა განუხრელ დაცვასა და პატივისცემაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხო, თავისუფალი, ღირსეული ცხოვრება და განვითარება. ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული. კონსტიტუციის თანახმად, „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“  

2013-12-10 04:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს       არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით     დღეს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, გვსურს მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები კორუფციის მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და სამომავლო რეფორმის პრიორიტეტების ხედვაც შემოგთავაზოთ. 

2013-12-09 01:54 სრულად ნახვა

საიამ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს  მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად  კანონის მე-17 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 

2013-12-03 06:01 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მონაწილე კანდიდატების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით პირველი ეტაპი - კაზუსების ამოხსნა გაიმართება რამდენიმე ნაკადად.

2013-12-02 09:32 სრულად ნახვა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ლაზარაშვილის, განცხადება. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პლენუმის წევრებს ადანაშაულებდა 2010 წელს მისი, როგორც მოსამართლის, დამოუკიდებლობის ხელყოფასა და თანამდებობის დატოვების იძულებაში, რაც გამოიხატებოდა: უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანაში, მის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით არაერთხელ განხორციელებულ ზეწოლასა და სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას პირდაპირ ჩარევაში.  

2013-12-02 03:18 სრულად ნახვა