სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს

2013 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა ნათლად წარმოაჩინა, კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა და ამ პროცესში პროკურორის შერჩევა-დანიშვნაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების - იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა. 

2014-01-17 05:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო. 

2014-01-17 02:36 სრულად ნახვა

საიას და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის განცხადება შპს „ენერჯი გრუპის“ და შპს „TV3“-ის მაუწყებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებით

2014 წლის 15 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მინიჭებული და 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაცემული ლიცენზია. ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი გახდა ის, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ 20% წილის მფლობელს და დირექტორს, კახა ბაინდურაშვილს, იმავდროულად უკავია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობა, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეუთავსებელია მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად იგივე პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა და კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის". 

2014-01-16 04:58 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ გასაუბრების შედეგად ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის ჯგუფში შეირჩა 20 თანაშემწე, ხოლო სისხლის სამართლის ჯგუფში - 8. (იხ. თანდართული დოკუმენტი). 

2014-01-16 03:00 სრულად ნახვა

საია თბილისის თვითმმართველობაში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს

ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა ქალაქ თბილისში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესი. ახალი საბიუჯეტო წლის დადგომის მიუხედავად, მოცემული წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება მთელი რიგი შეკითხვები. გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული პასუხები ამ კითხვებზე: 

2014-01-15 06:08 სრულად ნახვა

საიას განცხადება ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე

საია საადვოკატო დახმარებას უწევდა ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც 2014 წლის 10 იანვარს ქ. თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დააკავა.   მის მიმართ ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ჩხარტიშვილი ახდენდა მერიის შესასვლელის ბლოკირებას, რაც კიბეზე ჯდომაში ვლინდებოდა. მათივე თქმით, ისინი მოუწოდებდნენ ჩხარტიშვილს, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რასაც არ დაემორჩილა. 

2014-01-13 07:16 სრულად ნახვა

საია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს და მშვიდობიან დემონსტრანტებზე მომხდარ ძალადობას ეხმაურება

2014 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში (წვრილმანი ხულიგნობა) სამართალდამრღვევად ცნო ოთხი პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტში. კერძოდ, 8 იანვარს საპატრიარქოსთან გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ რიგ მოსაზრებებს აპროტესტებდნენ, კონტრდემონსტრანტებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუხიეს  პლაკატები, ხელი შეუშალეს თავიანთი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებაში. 

2014-01-10 08:18 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება საკონსტიტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით

კოალიციას სურს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის დაყოვნებასთან დაკავშირებით. 2013 წლის 23 სექტემბერს ამოიწურა პარლამენტის ქვოტით არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ათწლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, დღემდე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი არ აურჩევია.

2014-01-10 03:53 სრულად ნახვა

დეკემბრის თვის წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისის ადვოკატების დახმარებით ხუთმა პირმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ფულადი კომპენსაცია (თითოეულმა 12 000 ლარი) მიიღო რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს დააკავეს. მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც დაიდო საპროცესო შეთანხმებები. აღნიშნულის შემდგომ, მათი გათავისუფლება  სასამართლო დარბაზიდან უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მოსარჩელეები  თითქმის 4 თვის განმავლობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჰყავდა დაპატიმრებული.

2014-01-09 02:07 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ შესარჩევი კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 16 ქულა, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით _ მინიმუმ 9 ქულა. გასაუბრების ეტაპი ჩატარდება  2014 წლის 13-15 იანვარს. 

2013-12-30 06:45 სრულად ნახვა