საია აცხადებს სტაჟირებას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში. სტაჟიორიშეირჩევა მართლმსაჯულების მიმართულებით.
სტაჟირება გრძელდება 3 თვის მანძილზე დადასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ძირითადი ვალდებულებები:
- მართლმსაჯულების ინსტიტუტების მონიტორინგში მონაწილეობა;
- მართლმსაჯულების სფეროში ანალიტიკური დოკუმენტებისა და განცხადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ანალიტიკოსის მითითების შესაბამისად საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;
- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავე
სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იურიდიული განათლება (უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსისი სტუდენტი);
- მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მაღალი ინტერესი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- სამოტივაციო წერილი;
- რეზიუმე (CV).
კონკურსის ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
- საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება;
- დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტაჟირება არაანაზღაურებადია;
- სტაჟირება არის ნახევარგანაკვეთზე.
დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე ejokhidze@gyla.ge, 2022 წლის 10 ოქტომბერს დღის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს CV და სამოტივაციო წერილი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - tkhukhia@gyla.ge.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.