საია აცხადებს სტაჟირებას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში

საია აცხადებს სტაჟირებას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში.  სტაჟიორიშეირჩევა მართლმსაჯულების მიმართულებით. 

სტაჟირება გრძელდება 3 თვის მანძილზე დადასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ძირითადი ვალდებულებები:

- მართლმსაჯულების ინსტიტუტების მონიტორინგში მონაწილეობა;

- მართლმსაჯულების სფეროში ანალიტიკური დოკუმენტებისა და განცხადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

- ანალიტიკოსის მითითების შესაბამისად საერთაშორისო  პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;

- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავე 

სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- იურიდიული განათლება (უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსისი სტუდენტი);

- მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მაღალი ინტერესი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- სამოტივაციო წერილი;

- რეზიუმე (CV).

კონკურსის ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

- საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება;

- დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაცია:

- სტაჟირება არაანაზღაურებადია;

- სტაჟირება არის ნახევარგანაკვეთზე.

დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე ejokhidze@gyla.ge, 2022 წლის 10 ოქტომბერს დღის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს CV და სამოტივაციო წერილი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - tkhukhia@gyla.ge.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითოთ  პოზიციის დასახელება. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge