სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს ვიზუალური მასალის დამზადებაზე

2016-10-10 11:56
Featured image

საია აცხადებს კონკურსს ვიზუალური მასალის დამზადებაზე:

საია იწვევს გრაფიკოსებსა და გეოგრაფიული რუკის შედგენის სპეციალისტებს ვიზუალური მასალის შესაქმნელად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტის მოკლე აღწერა:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“  ერთ-ერთი მიზანია მიგრაციის სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

 

დავალების მოკლე აღწერა:

პროექტის ფარგლებში არჩეულმა გრაფიკოსმა უნდა შექმნას შემდეგი ვიზუალური მასალა:

  • 20-30 სხვადასხვა სირთულის გრაფიკული გამოსახულების შექმნა (დიზაინი სხვადასხვა მასალისთვის: პოსტერები, ბანერები, სახელმძღვანელოები, და ა.შ.);

 

პროექტის ფარგლებში არჩეულმა რუკის შედგენის სპეციალისტმა უნდა შექმნას შემდეგი ვიზუალური მასალა:

  • 30-მდე სხვადასხვა რუკა, რომელიც ასახავს რაოდენობრივ-სივრცით ინფორმაციას,  წინასწარ უზრუნველყოფილი რაოდენობრივი მონაცემების შესაბამისად.

 

შერჩევის კრიტერიუმი:

კონკურსში მონაწილე პირმა/კომპანიამ უნდა წარმოაჩინონ მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები და დაასაბუთონ, თუ რატომ შეძლებენ ყველაზე კარგად აღნიშნული დავალების შესრულებას.

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია:

  • წარსულში მსგავსი პროდუქციის შექმნის გამოცდილება;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ინოვაციური ხედვა.

 

ვადები:

პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:

 

1

ვიზუალური მასალის შექმნა

1 დეკემბერი, 2016 – 1 თებერვალი, 2017

2

ტესტირება ფოკუს ჯგუფებში, დასრულება

1-28 თებერვალი, 2017

3

მასალის გავრცელება

1 მარტი - 1 ივლისი, 2017

 

 

ანაზღაურება:

ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის:

- გრაფიკოსი - 800 ევრო მთლიანი დავალებისთვის (დასაბეგრი);

- რუკის შედგენის სპეციალისტი - 1200 ევრო მთლიანი დავალებისთვის (დასაბეგრი).

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა/კომპანიამ 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

- დეტალური რეზიუმე/პორტფოლიო;

- წინა ნამუშევრების ლინკები/ასლები;

- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თეონა მაჭარაშვილს: macharashvili@gyla.ge   

ტელეფონი - 577 07 05 94.