საია აცხადებს კონკურსს ვიზუალური მასალის დამზადებაზე:
საია იწვევს გრაფიკოსებსა და გეოგრაფიული რუკის შედგენის სპეციალისტებს ვიზუალური მასალის შესაქმნელად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მოკლე აღწერა:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“ ერთ-ერთი მიზანია მიგრაციის სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
დავალების მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში არჩეულმა გრაფიკოსმა უნდა შექმნას შემდეგი ვიზუალური მასალა:
პროექტის ფარგლებში არჩეულმა რუკის შედგენის სპეციალისტმა უნდა შექმნას შემდეგი ვიზუალური მასალა:
შერჩევის კრიტერიუმი:
კონკურსში მონაწილე პირმა/კომპანიამ უნდა წარმოაჩინონ მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები და დაასაბუთონ, თუ რატომ შეძლებენ ყველაზე კარგად აღნიშნული დავალების შესრულებას.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია:
ვადები:
პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:
1 |
ვიზუალური მასალის შექმნა |
1 დეკემბერი, 2016 – 1 თებერვალი, 2017 |
2 |
ტესტირება ფოკუს ჯგუფებში, დასრულება |
1-28 თებერვალი, 2017 |
3 |
მასალის გავრცელება |
1 მარტი - 1 ივლისი, 2017 |
ანაზღაურება:
ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის:
- გრაფიკოსი - 800 ევრო მთლიანი დავალებისთვის (დასაბეგრი);
- რუკის შედგენის სპეციალისტი - 1200 ევრო მთლიანი დავალებისთვის (დასაბეგრი).
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა/კომპანიამ 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- დეტალური რეზიუმე/პორტფოლიო;
- წინა ნამუშევრების ლინკები/ასლები;
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თეონა მაჭარაშვილს: macharashvili@gyla.ge
ტელეფონი - 577 07 05 94.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge