საია იწვევს შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექსპერტს/ექსპერტებს, 2016 წლის ნოემბერში ერთი ორდღიანი, ან ორი ერდღიანი ტრენინგის ჩასატარებლად.
პროექტის მოკლე აღწერა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“ ერთ-ერთი მიზანია საქართველოში ცნობიერების ამაღლება მიგრაციასთან და სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ექსპერტების/ორგანიზაციის მოვალეობა
პროექტის ფარგლებში დაქირავებული ტრენერის მოვალეობებში შედის:
ექსპერტების/ორგანიზაციის პროფილი:
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში:
- მიგრაციის პოლიტიკა, კანონმდებლობა და პრაქტიკა;
- სავიზო ლიბერალიზაცია - პოლიტიკა და პრაქტიკული საკითხები;
- ტრეფიკინგი, არალეგალური მიგრაცია.
ვადები
პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:
დაგეგმვითი სამუშაოები, ტრენინგის მონაწილეების შეფასება |
1-5 ნოემბერი, 2016 |
საინფორმაციო მასალის მომზადება |
5-15 ნოემბერი, 2016 |
ერთი ორდღიანი ან ორი ერთდღიანი ტრენინგის ჩატარება |
15-30 ნოემბერი, 2016 |
ანაზღაურება
ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის - 1300 ევრო (დარიცხული).
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
- დეტალური რეზიუმე;
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
- წერილი, სადაც კანდიდატი ასაბუთებს საკუთარი გამოცდილების შესაბამისობას (სასურველია).
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 სექტემბერი. განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - macharashvili@gyla.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა მაჭარაშვილს - 577 070594