საია აცხადებს კონკურსს ტრენერის პოზიციაზე, მიგრაციის, სავიზო ლიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული 2-დღიანი ტრენინგისათვის

საია იწვევს შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექსპერტს/ექსპერტებს, 2016 წლის ნოემბერში ერთი ორდღიანი, ან ორი ერდღიანი ტრენინგის ჩასატარებლად.

 

პროექტის მოკლე აღწერა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“  ერთ-ერთი მიზანია საქართველოში ცნობიერების ამაღლება მიგრაციასთან და სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

ექსპერტების/ორგანიზაციის მოვალეობა

პროექტის ფარგლებში დაქირავებული ტრენერის მოვალეობებში შედის:

  1. ტრენინგის მონაწილეების წინასწარი შეფასება, ტრენინგის საჭიროებების ზუსტი განსაზღვრისთვის;
  2. ჯგუფზე მორგებული ტრენინგ-მოდულის შემუშავება და ერთი ორდღიანი ან ორი ერდღიანი ტრენინგის ჩატარება;
  3. მოკლე საინფორმაციო მასალის მომზადება, სადაც მითითებული იქნება წყარო დოკუმენტები, რათა ტრენინგის მონაწილეებმა დამოუკიდებლად განაგრძონ თვითგანვითარება აღნიშნულ საკითხებზე.

 

ექსპერტების/ორგანიზაციის პროფილი:

 

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში:

- მიგრაციის პოლიტიკა, კანონმდებლობა და პრაქტიკა;

- სავიზო ლიბერალიზაცია - პოლიტიკა და პრაქტიკული საკითხები;

- ტრეფიკინგი, არალეგალური მიგრაცია.

 

 

ვადები

პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:

დაგეგმვითი სამუშაოები, ტრენინგის მონაწილეების შეფასება

1-5 ნოემბერი, 2016

საინფორმაციო მასალის მომზადება

5-15 ნოემბერი, 2016

ერთი ორდღიანი ან ორი ერთდღიანი ტრენინგის ჩატარება

15-30 ნოემბერი, 2016

 

 

ანაზღაურება

ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის  - 1300 ევრო (დარიცხული).

 

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

- დეტალური რეზიუმე;

- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

- წერილი, სადაც კანდიდატი ასაბუთებს საკუთარი გამოცდილების შესაბამისობას (სასურველია).

 

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 სექტემბერი. განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - macharashvili@gyla.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა მაჭარაშვილს - 577 070594

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge