26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ოფისში შეხვედრა გაიმართა თემაზე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება" აჭარის რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. ისინი ძირითად პრობლემად აჭარის ტელევიზიის სტატუსს მიიჩნევენ. მათი განცხადებით, სანამ ტელევიზია მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა და ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხი ყოველთვის დადგება დღის წესრიგში. ჟურნალისტებს პრობლემა ძირითადად პრესცენტრებთან აქვთ. მათ უძნელდებათ ინტერვიუების ჩაწერა საჯარო მოხელეებთან. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა და მასმედიის წარმომადგენლებმა ინფორმაციის საჯაროობის საკითხიც განიხილეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მათთვის ხშირად მიუწვდომელი ხდება საჯარო ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების უგულველყოფა საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციათა და ჟურნალისტთა მორიგი შეხვედრა საიას აჭარის ფილიალის ოფისში 28 აპრილს გაიმართება.
2006-04-25 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. ასოციაციის მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა დასკვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებსა და დამატებებთან დაკაშირებით. ჩვენმა თანამშრომლებმა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული კანონპროექტის შემდგომ განხილვაში და ხელისუფლებასთან მიაღწიეს კონსესუსს რამდენიმე პრინციპულ საკითხზე. აღნიშნულის შედეგად მოხდა პროექტის დახვეწა, თუმცა ამასთანავე დარჩა ისეთი საკითხებიც, რომლებიც, ჩვენი აზრით, კვლავ პრობლემატურია და საჭიროებენ გადახედვას.
2006-04-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი შეფასებასანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან კანონდარღვევების შესახებ18 აპრილს რუსთაველის გამზირზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის ქმედება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს:- აქცია ატარებდა მშვიდობიან, საპროტესტო ხასიათს, რისი უფლებაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ რუსთაველის გამზირი. შესაბამისად, აქციის მიმდინარეობაში პოლიციის ჩარევა არ ეყრდნობოდა არავითარ სამართლებრივ საფუძველს და იყო უკანონო.
2006-04-19 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.17-19 აპრილს რეგიონული ოფისების წარმომადგენელთათვის “კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრში” (CTC) სემინარი ჩატარდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს გუნდურ მუშაობაში, გაეცნენ დროის დაგეგმვისა და თანამშრომელთა შეფასების პრიციპებს, დაეუფლნენ პრეზენტაციის ხელოვნებას.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა 20-21 აპრილს მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრისა (EHRAC) და საიას მიერ ორგანიზებულ ტრენინგში. ტრენინგის თემა იყო განაცხადის წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
2006-04-19 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18 აპრილს სასტუმრო თორში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის თემა იყო: “პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის კანონდარღვევები”.პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძემ და პროექტის "პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში" დირექტორმა ნიკა გეგეშიძემ იმ კანონდარღვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის დროს ჰქონდა ადგილი.პრესკონფერენციაზე საუბარი იყო საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია საერთოდ აღარ იტოვებს საიას წერილებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციას არ გასცემს არც იმერეთის რეგიონის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია.დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ პრესრელიზში პრესრელიზი
2006-04-17 20:00 სრულად ნახვასაქართველოში შრომითი ურთირთობების მარეგულირებელი ახალი კოდექსის მიღების აუცილებლობაზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საზოგადოებისთვის განსახილველად წარმოდგენილ იქნა შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სამი კანონპროექტი, საკითხის სირთულიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა კომპრომისული ვერსიის შემუშავება. 2006 წლის 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე წარდგენილ იქნა სამივე კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი. კანონპროექტის ავტორების ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან კერძო პირთა ურთიერთობებში მინიმალური ჩარევა და თავისუფალი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, მხარეთა მიერ შრომითი ურთიერთობების მათი ნების თავისუფალი გამოვლინების შედეგად მოწესრიგება.
2006-04-16 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის რეგიონების კოორდინატორი მზია გოჩელაშვილი 14 აპრილს სამუშაო ვიზიტით კახეთში იმყოფებოდნენ.ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა.არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ მწვავე პრობლემებსა და მედიის მდგომარეობაზე ისაუბრეს.სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები თანამშრომლობასა და ადგილობრივ პრობლემებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.აქვე მასმედიის წარმომადგენელთათვის ბრიფინგი გაიამართა.ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
2006-04-13 20:00 სრულად ნახვა13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კოტე კემულარის წინააღმდეგ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. კოტე კემულარიას წინააღმდეგ მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისათვის მიმართა. ის ყოფილი იუსტიციის მინისტრისაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იცავს.სასამართლომ მარიამ ჯიშკარიანის სარჩელი დასაშვებად სცნო.საქმის არსებითი განხილვა გაიმართება 30 მაისს.
2006-04-12 20:00 სრულად ნახვაიურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეობის მსურველთა საყურადღებოდ!კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირება, გაიმართება შაბათს, 15 აპრილს 11-დან 13 საათამდე ასოციაციის სასემინარო დარბაზებში.კონკურსის პირველი ეტაპი გაიარა ყველამ, ვინც განცხადება შემოიტანა.ტესტირება დაიწყება ზუსტად 11:00 საათზე.გისურვებთ წარმატებებს!!!
2006-04-12 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დასრულდა საპარლამენტო დებატების ტურნირის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტუდენტები.შესარჩევ რაუნდებში დებატები წარიმართა შემდეგ რეზოლუციებზე: 1. ამ პალატას სჯერა, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს გარანტიაა;2. ამ პალატას სჯერა, რომ სიცოცხლის უფლება ხელშეუვალია;3. ამ პალატას სჯერა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურია;4. ამ პალატას სჯერა, რომ წამება დასაშვებია, თუ ამას სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს;5. ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო სკოლები მხოლოდ ქართულენოვანი უნდა იყოს;6. ამ პალატას სჯერა, რომ ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ საკუთარ ენაზე სამართალწარმოების უფლება;7. ამ პალატას სჯერა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია;8. ამ პალატას სჯერა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ფიქციაა;9. ამ პალატას სჯერა, რომ ცენზურა დაუშვებელია;10. ამ პალატას სჯერა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა შეუძლებელია;ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო უწყებებში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის;11. ამ პალატას სჯერა, რომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ბიზნესს;12. ამ პალატას სჯერა, რომ ხალხს აქვს რევოლუციის უფლება;13. ამ პალატას სჯერა, რომ პირადი ცხოვრების უფლება ხელშეუვალია; ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების სიასისხლის სამართლის ჯგუფი 1) გუნდი #3 – მურმან ნიკოლეიშვილი, გიორგი ლომინაშვილი2) გუნდი #7 – რეზო ბოჭორიშვილი, შოთა ტყეშელაშვილი3) გუნდი #8 _ ნინო თუშურიშვილი, გიორგი ჩიდრაშვილი4) გუნდი #2 _ ოლღა გიორგაძე, ხათუნა ხელიძე სამოქალაქო სამართლის ჯგუფი 5) გუნდი #4 Imagine - გიორგი ცხვედიანი, ნინო ბერძენიშვილი.6) გუნდი #5 კორპორაცია - ლევან ელიზბარაშვილი, ზურა მაჭარაძე7) გუნდი #11 NOKIA – ელისო ჩაბრავა, ვანდა ჯიჯელავა8) გუნდი #12 ბრიგადა ექსტრიმი - ეკა მიქაძე, გიორგი სვანაძე საერთაშორისო / კონსტიტუციური სამართლის ჯგუფები 9) გუნდი #1 – ნინო სარიშვილი, თამარ დაუშვილი 10) გუნდი #3 – ნინო გობრონიძე, თამარ ჩუგოშვილი შესავალი სამართალში 11) გუნდი #1 - ნონა ზუბიტაშვილი, მარიამ დავითინიძე12) გუნდი #2 - კოკა გოგეშვილი, თამარ ქათამაძე13) გუნდი #7 – თამარ ღონღაძე, მაია თითბერიძე 14) გუნდი #12 – არჩილ ნიჟარაძე, ბესო ღონღაძე15) გუნდი #13 – ზაზა კაკოშვილი, დიმიტრი სამხარაძე16) გუნდი #15 – ლუიზა ჩალათაშვილი; თინათინ ფილია დეტალური მონაცემები იხილეთ დანართში დებატების შედეგები
2006-04-09 20:00 სრულად ნახვა