4 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ცესკოს წინააღმდეგ ,,საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ 18 წევრის სარჩელის განხილვას. აღნიშნულ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ყველა ის პირი, რომლებიც 2016 წლის თებერვლის მდგომარებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო.
მოსარჩელეები სასამართლოში დავობენ, რომ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის დროს ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად მართ არჩევაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით (პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით) უთხრა.
აღსანიშნავია, რომ ცესკომ მითითებულ კონკურსში ,,საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ არცერთი წევრი არ შეარჩია. ამასთან, ის პირი, რომელმაც კონკურსამდე დატოვა პროფესიული კავშირი, არჩეულ იქნა კომისიის წევრად.
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.