საია სასამართლოში იცავდა ჟურნალისტის - ალექსანდრე ხოჯავას ინტერესებს, რომელიც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით 2018 წლის 18 ივლისს გათავისუფლდა.
დღეს, 2019 წლის 04 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ალექსანდრე ხოჯავას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა ალექსანდრე ხოჯავას დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.