სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის შემუშავების პროცესის შესახებ

2017-09-08 16:21
Featured image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ხელისუფლებას მიმართავს, დააჩქაროს  წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის შემუშავების პროცესი. ამასთან, პლატფორმას მიაჩნია, რომ პოლიტიკის შემუშავებამდე და დანერგვამდე, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რათა გადაიდგას ეფექტიანი ნაბიჯები ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისათვის.

საქართველოში არაერთი რეკრეაციული ზონა არსებობს, რომლებიც ამ ობიექტების უსაფრთხოების პოლიტიკისა და მართვის არარსებობის გამო, წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ზონებს, სადაც ყოველწლიურად არაერთი ადამიანი იღუპება, განსაკუთრებით - ახალგაზრდები. ამგვარი ზონების ერთ-ერთი მაგალითია თბილისის წყალსაცავი („თბილისის ზღვა“), რომელიც მისი ძირითადი ფუნქციების მიუხედავად (თბილისის წყალმომარაგება და მელიორაცია), ქალაქის ძირითად რეკრეაციულ ზონად ჩამოყალიბდა. 

დღეისათვის, წყალსაცავი და მისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო კომპანიების მიერ დაუგეგმავად, ფრაგმენტულად და სტიქიურად იმართება, რაც სრულ შეუსაბამობაშია მსგავსი დატვირთვის მქონე რეკრეაციული ობიექტის მართვის სტანდარტებთან. წყალსაცავის ცალკეული უბნები, სრულ შეუსაბამობაშია მათ რეკრეაციულ გამოყენებასთან, განსაკუთრებით, აქ არსებული სიცოცხლის საფრთხეების გათვალისწინებით. ამ მიმართულებით, თბილისის წყალსაცავი არ არის სათანადოდ შესწავლილი. არ არსებობს უსაფრთხოების ერთიანი გეგმა და შესაბამისად, მისი განხორციელების მექანიზმი. ხშირ შემთხვევაში, ფორმალურია მართვის ცალკეული სუბიექტების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების გეგმები. ამასთან, აღნიშნულ სუბიექტებს შორის არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები. ფაქტობრივად, წყალსაცავის რეკრეაციული რესურსების გამოყენების პროცესი უმართავია.

თუმცა, თბილისის ზღვა არ არის ერთადერთი საშიში ზონა. ქვეყნის მასშტაბით ასეთი არაერთი არსებობს, რაც კიდევ უფრო ზრდის საშიშროებას და შესაბამისად - სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. მოუწესრიგებელ ტურისტულ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების მარტივი ნორმების დაუცველობას ყოველწლიურად არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მიუხედავად ამისა, დღემდე არ არსებობს ამ მიმართულებით უსაფრთხოების სისტემა. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების გამოძიებას ფორმალურად აწარმოებს, ისე, რომ გამოძიება ყოველ ჯერზე მთავრდება საქმის შეწყვეტის დადგენილებით და არ იკვეთება კონკრეტული წყლის ობიექტის მართვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების თუ კერძო კომპანიების ბრალეულობა.

ამასთან, 2014 წელს მიღებული საქართველოს კანონის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს ნორმატიული აქტი „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნულ სფეროში სათანადო კანონმდებლობის მიღება ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ კანონის მიხედვით, ფორმალურად, სახელმწიფოს აღნიშნული აქტის მისაღებად ვადა 2017 წლის 31 დეკემბრამდე აქვს მიცემული, უკვე მომხდარი არაერთი ფატალური შემთხვევის ფონზე, უაღრესად სამწუხაროა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტი ამ დრომდე არ არის მიღებული.

შესაბამისი კომპეტენტური უწყებების გულგრილობა და სახელმწიფო ფუნქციების შეუსრულებლობა კიდევ უფრო მკაფიოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ზომების მიღება ხშირად არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს. ასეთი ზომების განხორციელება, სიცოცხლის საფრთხეების თავიდან აცილებასთან ერთად, საქართველოში ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და რეკრეაციის თანამედროვე სტანდარტების დაცვის ეკონომიკურ სარგებელსაც უკავშირდება. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის[1] მიხედვით, დახრჩობა მსოფლიოში სიკვდილიანობის ფართოდ გავრცელებულ პრობლემას და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მისი პრევენცია აბსოლუტურად შესაძლებელია, მათ შორის, დაბალშემოსავლიან და ღარიბ ქვეყნებშიც. 

იმ ქმედებებს შორის, რაც უნდა განხორციელდეს დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისათვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასახელებს, ერთი შეხედვით, მარტივ, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ პრევენციისთვის ეფექტიან ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა, მათ შორის: ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელობის/მისაწვდომობის გასაკონტროლებლად; ასევე, ცნობიერების ამაღლება პრობლემასთან დაკავშირებით, სიკვდილიანობის ამ მიზეზებისადმი ბავშვების და მოზარდების მოწყვლადობაზე აქცენტით. ორგანიზაციების რეკომენდაციით, საშიში ადგილები ადეკვატურად უნდა იყოს აღნიშნული. ამავდროულად, ამგვარ ადგილებში, სასურველია სამაშველო რგოლების განთავსება.

აქვე, სიკვდილიანობის პრევენციისათვის, აუცილებელია, სახელმწიფომ აწარმოოს ზუსტი, დროული და ყოველმხრივი სტატისტიკა ამგვარ სიტუაციებთან დაკავშირებით და შეიმუშავოს წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილების პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება პრობლემის ადეკვატურ ანალიზზე, შეიმუშავებს ეფექტიან ზომებს და მიმართული იქნება სიკვდილიანობის პრევენციისკენ.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული და მისი შინაარსის განსაზღვრა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების და შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობით, ხოლო აქტის გამოცემის შემდეგ მოხდეს მისი სწრაფი და ეფექტური დანერგვა პრაქტიკაში.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებას:

-დააჩქაროს საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე/დახვეწაზე მუშაობის პროცესი და უზრუნველყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართულობა. 

-სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებამდე და დანერგვამდე, მიიღოს სასწრაფო ზომები, რომ გადაიდგას ეფექტიანი ნაბიჯები ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისათვის, კერძოდ:

 

- უზრუნველყოს განსაკუთრებით საშიში ზონების გამოვლენა, აღრიცხვა და ყველა ასეთ ზონაში შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების სათანადო ადგილებში განთავსება და ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელობის/მისაწვდომობის გასაკონტროლებლად/შესაზღუდად;  

- წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების გამოძიებები შსს-მ წარმართოს ყოველმხრივ და სრულყოფილად, ისე, რომ გამოძიებისას გამოკვლეული იყოს კონკრეტული წყლის ობიექტის მართვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებისა თუ კერძო კომპანიის შესაძლო ბრალეულობა; 

- სეზონის განმავლობაში, ამ ადგილებში უზრუნველყოს ეფექტიანი სამაშველო და პატრულირების სისტემის დანერგვა. ამავდროეულად, ამგვარ ადგილებში, სასურველია სამაშველო რგოლების განთავსებაც;

- უზრუნველყოს ცნობიერების ამაღლება პრობლემასთან დაკავშირებით, სიკვდილიანობის ამ მიზეზებისადმი ბავშვების და მოზარდების მოწყვლადობაზე აქცენტით. 

 

 

საქართველოს ეროვნული პლატფორმა გამოხატავს მზადყოფნას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და დაეხმაროს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

2.ადამიანის უფლებათა ცენტრი

3.კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

4.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

5.ფონდი ”ღია საზოგადოება -საქართველო” 

6.ლიბერალური აკადემია თბილისი

7.საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

8.სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 

9.კონსტიტუციის 42-ე მუხლი

10.ევროპის ფონდი

11.ადამიანის უფლებათა სახლი

12.ახალგაზრდული ალტერნატივა

13.ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

14.მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

15.ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია

16.პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი

17.საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"

18.საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

19.საზოგადოებრივი დამცველი

20.ჯანმრთელი სამყარო

21.ასოციაცია ტოლერანტი

22.ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის

23.იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"

24.ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

25.კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

26.ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"

27.კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"

28.მეწარმე ქალთა ფონდი

29.გადავარჩინოთ მომავალი თაობა

30.ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

31.ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო

32.რეპატრიანტთა კავშირი

33.აფხაზეთი- ჩემი სახლი

34.თავისუფალი არჩევანი

35.ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი

36.ასოციაცია " დეა"

37.ციხის საერთაშორისო რეფორმა

38.ცენტრი "ემპათია"

39.ფონდი „ადგილის დედა“

40.საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის  მეგობრები

41.სტუდია მონიტორი

42.სტუდია რე

43.სამოქალაქო ფორუმი

44.კავკასიური სახლი - საქართველო

45.სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი

46.საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია

47.ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"

48.ასოციაცია "ათინათი"

49.საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია "საქართველოს ჩაი"

50.პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

51.საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია

52.საქართველოს            გეოსტრატეგიული    და       ევრო-ატლანტიკური             ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი

53.ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

54.იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 

55.ასოციაცია კავკასიის განვითარების ჯგუფი 

56.კავკასიური მოზაიკა

57.ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება

58.ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

59.გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

60.ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“

61.ფონდი            "სამოქალაქო განათლების   განვითარების             მულტიეთნიკური რესურსცენტრი"

62.საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

63.ასოციაცია „ფსიქეა“

64.ასოციაცია "მერკური"

65.პრესის ასოციაცია

66.ახალგაზრდული ასოციაცია ”დრონი”

67.საერთაშორისო ფონდი ”ლეა” 

68.ასოციაცია ,,იმედი“  

69.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

70.საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი

71.პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო"

72.ჯანმრთელი ბავშვები

73.სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

74.ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"

75.სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

76.კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

77.კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი 

78.საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი

79.მეგობრობის ხიდი - ქართლოსი

80.სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

81.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

82.კოალიცია შინმოვლა საქართველო

83.სოფლად თემთა განვითარების სააგენტო

84.სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის

85.სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

86."განიარაღება და არაძალადობა"

87.ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ”ახლებური ხედვა” 

88.სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი

89.ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის

90.ასოციაცია ,, სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“

91.ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

 

 


[1] იხ. World Health Organization, GLOBAL REPORT ON DROWNING PREVENTING A

LEADING KILLER (2014)