საიას წევრებო,
გაცნობებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი (XXX) საერთო კრება ჩატარდება 2022 წლის 27 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ“-ში, მისამართი: 26 მაისის მოედანი, #1.
თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
XXX საერთო კრება
ქ. თბილისი 27 ნოემბერი, 2022 წელი
დღის წესრიგი
10:00 – 11:00 საერთო კრების მონაწილეთა რეგისტრაცია
11:00 – 11:05 მისალმება და საერთო კრების გახსნა
11:05 – 11:10 ხმის დამთვლელი კომისიის დამტკიცება
11:10 – 11:15 დღის წესრიგის დამტკიცება
11:15 – 11:40 ასოციაციის 2022 წლის ანგარიშის მოსმენა
11:40 – 11:50 სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა
11:50 – 12:50 გამგეობის წევრთა კანდიდატების დასახელება და გამოსვლები
12:50 – 13:10 სარევიზიო კომისიის კანდიდატების დასახელება და გამოსვლები
13:10 – 13:40 კენჭისყრა/შესვენება
13:40 – 14:00 კენჭისყრის შედეგების გამოცხადება და საერთო კრების დასრულება.