სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ქუთაისის ფილიალი აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

2023-03-20 18:23
Featured image

საიას ქუთაისის ფილიალი აცხადებს კონკურსს იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშმწეთა/სტაჟიორთა მისაღებად.

იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს იურიდიულ დახმარების ცენტრში 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეს/სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი. 

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო/დმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის მე-2 და ზედა კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:

- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;

- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა; 

- სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება. 

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელ. ფოსტაზე - kutaisi@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:

- განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი)

- შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ) დასკანერებული წესით.

გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო

 (,,სისხლისსამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი.

 

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების წესით.

გასაუბრების თარიღი გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გამოქვეყნდება საიას ქუთაისის ფილიალის facebook გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:

- დარეჯან სალდაძე (577-07-05-76)

- სალომე სალდაძე (593-69-69-95)