დღეს, 21 იანვარს, საიას თავმდჯომარე, ანა ნაცვლიშვილი,მონაწილეობს საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაში. წინადადებები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საიამ საკონსტიტუციო კომისიას 2017 წლის 17 იანვარს წარუდგინა. ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია და ჩართულია ორი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ესენია: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.