სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:
შესავალი სამართლის ჯგუფი (I, II კურსის სამართლის სტუდენტებისათვის, აგრეთვე სხვადასხვა პროფესიის წარმოამდგელებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართალით)
ძირითადი დისციპლინები:
– კონსტიტუციური სამართალი;
– შესავალი ადამიანის უფლებებში;
– ადმინისტრაციული სამართალი;
– საპარლამენტო დებატები;
– ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობის უნარ-ჩვევები;
სპეცკურსები:
– გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები;
– დემოკრატია, როგორც თავისუფლება და პასუხისმგებლობა;
– თვითმმართველობა;
– სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები;
საჯარო სამართლის ჯგუფი
ძირითადი დისციპლინები:
– ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
– ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
– შედარებითი კონსტიტუციური სამართალი;
– საგადასახადო სამართალი;
– ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა;
– საპარლამენტო დებატები;
სპეცკურსები:
– მართლმსაჯულება;
– სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები;
– იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა;
– გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები;
– იმიტირებული სასამართლო პროცესი;
სამოქალაქო სამართლის ჯგუფი
ძირითადი დისციპლინები:
– სამოქალაქო სამართალი/კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა;
– სამოქალაქო სამართლის პროცესი;
– სამეწარმეო სამართალი/საერთაშორისო კერძო სამართალი;
– საპარლამენტო დებატები ;
სპეცკურსები:
– საგადასახადო სამართალი;
– მოლაპარაკების ხელოვნება/მედიაცია;
– უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები;
– იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა;
– -იმიტირებული სასამართლო პროცესი;
– სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები;
სისხლის სამართლის ჯგუფი
ძირითადი დისციპლინები:
– სისხლის სამართალი
– სისხლის სამართლის პროცესი
– კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა
– ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა;
– საპარლამენტო დებატები
სპეცკურსები:
– იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა;
– საერთაშორისო სისხლის სამართალი;
– იმიტირებული სასამართლო პროცესი;
– -სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები;
საერთაშორისო სამართლის ჯგუფი
– საერთაშორისო საჯარო სამართალი;
– საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი;
– ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა;
– საერთაშორისო ორგანიზაციები;
– ევროკავშირის სამართალი;
– იმიტირებული სასამართლო პროცესი
სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 21 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
-შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა
განაცხადის ფორმა
კურსებზე მიღება ხდება წერითი გამოცდის საფუძველზე.
გამოცდების ფორმატი:
სამოქალაქო სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სამოქალაქო სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
სისხლის სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სისხლის სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
კონსტიტუციური სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალში.
საერთაშორისო სამართლის ჯგუფი – ტესტირება ( ოთხი სავარაუდო პასუხით) ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართალში.
შესავლის ჯგუფში სწავლის მსურველებს მიეცემათ თემა , რომელშიც უნდა გამოავლინონ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ( ეს არ იქნება კონკრეტული სამართლებრივი საკითხების ირგვლივ).
საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დამიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.
სწავლა ფასიანია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.
ქ.თბილისი, კახიძის ქ.#15
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე- ltic@gyla.ge , iuridiuliganatleba@yahoo.com ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 147);
ნინო ბაღაშვილი- n.baghashvili@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137);
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 125).