ა(ა)იპ საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.
ორგანიზაციის მისიაა -ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://www.gyla.ge
ტენდერის მიზანია შევარჩიოთ რამდენიმე სასტუმრო საიასთან თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოს შესაბამისი საკონფერენციო დარბაზის მომსახურება ჩვენი ღონისძიებებისა და საქმიანობისთვის.
შემოთავაზება:
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა სასტუმროებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. საკონფერენციო დარბაზის/ოთახის მომსახურება:
- ტევადობა (დასწრების რაოდენობა 30-100) თეტრალური ან „U- შეიფ“ წყობით.
- სათანადო განათება და ვენტილაცია.
- საჭირო აუდიოვიზუალური აღჭურვილობა (პროექტორები, ეკრანები, მიკროფონები და ა.შ.)
- ფლიპ ჩარტების, თეთრი დაფის და საწერი მასალის ხელმისაწვდომობა.
- წყალი.
- პოდიუმი (საჭიროების შემთხვევაში)
- Wi-Fi კავშირი.
- ხელმისაწვდომი ადგილი პარკინგით.
2. დამატებითი მომსახურება:
ქეითერინგ მომსახურება ღონისძიების ყავის შესვენებისა და ლანჩისთვის
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- კომპანიის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია;
- სახანძრო უსაფრთხოების სერთიფიკატი.
- საკონფერენციო დარბაზის/დარბაზების ფასები;
- ქეითერინგ მენიუები ყავის შესვენებისა და ლანჩისთვის, ფასების მითითებით.
- ფასები მოცემული უნდა იყოს დღგ-სა და ყველა გადასახადის ჩათვლით.
საკონფერენციო დარბაზის/დარბაზების ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს 4 ლოტად:
I. ლოტი - 01/09/2023 დან - 30/09/2023 - მდე პერიოდისთვის
II. ლოტი - 01/12/2023 დან - 29/02/2024 - მდე პერიოდისთვის
III. ლოტი - 01/03/2024 დან - 31/05/2024 - მდე პერიოდისთვის
IV. ლოტი - 01/06/2024 დან - 31/08/2024 - მდე პერიოდისთვის
წარმოდგენილი წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- საკონფერენციო სივრცეების ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისობა.
- ხელმისაწვდომი და კონკურენტული ფასები არაკომერციული ორგანიზაციისთვის.
- პოზიტიური გამოცდილება საზოგადოებაზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერაში.
- დამატებითი უფასო მომსახურება/მომსახურებები.
- შშმ პირებისთთვის ადაპტირებული სივრცე.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა:
- აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკაზე.
- ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საშუალებები, სადაც ეს შესაძლებელია.
ხელშეკრულების ვადა:
ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2023 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს მინიმუმ ერთი წლის ვადით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები და სატენდერო წინადაება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: GYLA@GYLA.GE
გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არგანიხილება.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აგვისტო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102
ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124) Email: GYLA@GYLA.GE Web: www.gyla.ge