შესყიდვის ობიექტი - კომპიუტერული ტექნიკა: პორტატული კომპიუტერი (ნოუთბუქი) ზომა 14 / 15.6. მე-6 ან მე-7 თაობის i3 პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება 8 GB, SSD ვინჩესტერი 240 GB.
SSD ვინჩესტერი M.2 120 GB, და ჩვეულებრივი SSD 240-256 GB მოცულობით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა)ინფორმაცია კომპანიის რეკვიზიტების შესახებ (ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ)მისაწოდებელი საქონლის ფასები;
გ) მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერილობა;
დ) ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადების და პირობების შესახებ;
ე) ანგარიშსწორების პირობები;
ვ) ხარისხის დამადასტურებელი მწარმოებლის (ISO) სერთიფიკატი.
შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ხარჯები რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.
სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით და დღგ-ს გარეშე.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. №15, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: anitabidze@gyla.ge, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 სექტემბერი.
საკონტაქტო პირი - ირაკლი სვანიძე +995 55 655544