სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს გრაფიკული დიზაინის მომსახურეობის შესყიდვაზე

2021-04-20 12:34
Featured image

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობოორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. 

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge

  

საია საჭიროებს შემდეგ მომსახურეობას:  

·       ციფრული არხებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება  

·       ინფოგრაფიკების მომზადება 

·       ბეჭდური მასალების ვიზუალური შეფუთვა/ყდის დიზაინი 

·       ფოტოების დამუშავება 

·       ილუსტრაციების შექმნა 

 

სამუშაო გამოცდილება: 

გრაფიკული დიზაინის სფეროში საქმიანობის/მუშაობის  2 წლიანი გამოცდილება 

  აუცილებელია გრაფიკული დიზაინისთვის საჭირო შემდეგი პროგრამების ცოდნა:   

- Adobe Photoshop, 

- Adobe Illustrator, 

- Adobe InDesign (სასურველი) 

დაინტერესებულმა კომპანიებმა/პირებმა გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია: 

კომპანიებისთვის:  

 - კომპანიის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია 

 - პორტფოლიო/ნამუშევრები 

ფიზიკური პირებისთვის:  

-  რეზიუმე (CV) 

 - პორტფოლიო/ნამუშევრები  

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/ფიზიკურ პირს ასევე დაევალება საიას წლიური ანგარიშის (გვერდების რაოდენობა: 80 გვ. + ყდა) დიზაინის მომზადება, რაც მოიცავს: 

·       ანგარიშის დიზაინის კონცეფციისა და სტრუქტურის შემუშავებას

·       შიდა გვერდების გაფორმებას ტექსტის შესაბამისი ილუსტრაციებით და ფოტოებით;

·       სტატისტიკური მონაცემების გარდასახვას ინფოგრაფიკებსა და ინფოგრამებში;

·       საბეჭდი ფაილის მომზადებას 

·       შერჩეულ სტამბასთან ურთიერთობას ანგარიშის ბეჭდვის მაღალი ხარისხის მისაღწევად.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები დაინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე  gkiphiani@gyla.ge.

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არგანიხილება.  

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102

ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124)

ფაქსი: (995 32) 2923211

Email: gkiphiani@gyla.ge  

Web: www.gyla.ge