სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს ვიდეო-აუდიო მასალის დამზადებაზე

2016-09-20 20:36
Featured image

საია იწვევს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს ვიდეო-აუდიო მასალის დასამზადებლად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტის მოკლე აღწერა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“  ერთ-ერთი მიზანია მიგრაციის სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

 

დავალების მოკლე აღწერა

პროექტის ფარგლებში არჩეულმა ფიზიკურმა პირმა ან კომპანიამ უნდა შექმნას შემდეგი აუდიო-ვიდეო მასალა:

- 10 ვიდეო-ინსტრუქცია (თითო დაახლ. 5-წუთიანი);

- 10 აუდიო ბლოგი/პოდკასტი (თითო დაახლ. 15-20-წუთიანი);

- 5 ვიდეო/5 აუდიო სოციალური რგოლი (ერთი და იგივე ჩანაწერი მცირე კორექტირებით, ერთი ვიდეო რგოლის, ხოლო მეორე - მხოლოდ აუდიო რგოლის სახით).

სოციალური რგოლი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნულ ტელევიზიასა და რადიოში განსათავსებლად საჭირო ტექნიკურ მოთხოვნებს.

 

 

შერჩევის კრიტერიუმი:

კონკურსში მონაწილე პირმა/კომპანიამ უნდა წარმოაჩინონ მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები და დაასაბუთონ, თუ რატომ შეძლებენ ყველაზე კარგად აღნიშნული დავალების შესრულებას.

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია:

- წარსულში მსგავსი პროდუქციის შექმნის გამოცდილება;

- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

- ინოვაციური ხედვა.

 

ვადები

პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:

 

1

კონკურსი აუდიო-ვიდეო მასალის შექმნაზე

20-30 სექტემბერი

2

აუდიო-ვიდეო მასალის შექმნა

30 სექტემბერი - 30 დეკემბერი

3

ტესტირება ფოკუს ჯგუფებში, დასრულება

30 დეკემბერი - 30 იანვარი

4

პიარ მასალის გავრცელება

1 – 30 მარტი

 

 

 

ანაზღაურება

ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის - დაახლოებით 5200 ევრო (დაუბეგრავი), გამოცდილებისა და წინა ნამუშევრების მიხედვით.

 

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა/კომპანიამ უნდა წარმოადგინონ:

- დეტალური რეზიუმე/პორტფოლიო;

- წინა ნამუშევრების ლინკები/ასლები;

- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

 

 

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 სექტემბერი. განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - macharashvili@gyla.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა მაჭარაშვილს - 577 070594