სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის შემმუშავებელი ჯგუფის წევრებზე

2021-10-05 12:01
Featured image

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

ორგანიზაციის მიზანია  საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა
დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაციის მისიაა -ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.

თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობი საგრანტო პროგრამაცხადდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თავისუფალი,სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია 2019 წლიდან ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ადვოკატირებას და მხარდაჭერას. ამის მისაღწევად საიას ინოვაციური იარაღი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსია(Political Equality Index, PEI), რომლის ამოცანა სხვადასხვა,მათ შორის, დაუცველი ჯგუფების საარჩევნო-პოლიტიკური თანასწორობის ხარისხის გაზომვა იქნება.პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი აჩვენებს რამდენად მჭიდრო კავშირია ინსტიტუციურ ჩარჩოს, პოლიტიკურ პროგრამებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების დაუცველი ჯგუფების საჭიროებებს შორის.

​პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური თანასწორობის საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას,
დაუცველი ჯგუფების ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაზე წვდომის შესაძლებლობების შესწავლასა და პირველი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მომზადებას.

პროექტის ვადები:

მკვლევართა ჯგუფი 3 თვის მანძილზე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩაატარებს კვლევებს და შეისწავლის დაუცველი ჯგუფების სახელმწიფო ინსტიტუტებში მონაწილეობის, წარმომადგენლობის, სოციალური თანასწორობის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ასპექტებს.

სამუშაო ფორმატი - დისტანციური. 

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა შემდეგი დარგის მკვლევარები:

  1. იურისტი;
  2. სოციალური ან პოლიტიკური მეცნიერებების ექსპერტი.

კონკურსის შედეგად შეირჩევა მკვლევართა სამი ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემულ ვაკანსიაზე განცხადების შემოტანა შეუძლია ორი მკვლევარისგან შემდგარ ჯგუფს, სადაც ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს იურისტი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

1. საჯარო სამართლის იურისტი (ადამიანის უფლებების, პოლიტიკური მეცნიერებების ან/და კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი):

- უმაღლესი განათლება;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);

- პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

- სასურველია თანასწორობის, პოლიტიკური მეცნიერებების ან/და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

2. სოციალური ან პოლიტიკური მეცნიერებების ექსპერტი:

- უმაღლესი განათლება;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);

- პროფესიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

- სასურველია თანასწორობის საკითხებზე მუშაობის ან კვლევის გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

ანაზღაურება:

თითოეული მკვლევარის ანაზღაურებისთვის, გათვალისწინებულია $2500 ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, სრული პროგრამის განმავლობაში. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

1. ავტობიოგრაფია/СV;

2. ადამიანის უფლებების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ან/და კონსტიტუციური სამართლის სფეროში შემუშავებული და გამოქვეყნებული კვლევის ნიმუში.

კონკურსის ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

 

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან  დამატებითი გასაუბრება. 

 

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

 

პროექტის ვადები

 

კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება

5 ოქტომბერი,  2021

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის  ბოლო ვადა

15 ოქტომბერი, 2021

საიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის  ბოლო ვადა

20 ოქტომბერი, 2021

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

29 ოქტომბერი, 2021, 18:00 სთ

 

 

 

 

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ejokhidze@gyla.ge, 2021 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათამდე. 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში  მოგვწერეთ nkruashvili@gyla.ge.

 

საიას თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობ საგრანტო პროგრამას 
აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).