სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს დებატების ტურნირში მონაწილეობის მისაღებად

2019-02-13 15:39
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს საბუთების მიღებას დებატების ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროგრამის (EMWI ACCESS) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. თემის ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ორატორული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კამათის ხელოვნების დახვეწა. ამასთანავე თემში სოციალური დიალოგის წარმართვა.

პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან სწავლებას/მოკლე კურსს დებატების ხელოვნების, აქტიური მოქალაქეობისა და თვითმმართველობის აქტუალურ საკითხებზე.

ტურნირის დასასრულს ახალგაზრდებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ასევე გამოვლინდებიან საუკეთესო მომხსენებლები.

დებატების ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან:

- ახმეტა

- ხულო

- შუახევი

- ოზურგეთი

- წალკა

- ახალქალაქი

- ნინოწმინდა

პროექტით მონაწილეობის მსურველმა პირებმა პირებმა 13 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ltic@gyla.ge; ggobronidze@gyla.ge;

-მონაწილეთა შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია როგორც ელექტრონული სახით აგრეთვე საიას ცენტრალურ  და შემდეგ რეგიონულ ოფისებში:

  თბილისის ოფისი:

ჯ. კახიძის ქ. # 15 ტელ: +995 32 2936101 / 2952353 (137,125

 

  რუსთავის ოფისი

რუსთავი, კოსტავას ქ. #15 ა/5, ს.ი. 3700 ტელ: +(995 341) 255 337 

 

გორის ოფისი

სტალინის ქ. #18/3, 1400 ტელ: +995 370 279842

 ოზურგეთის ოფისი 

ოზურგეთი, ეპისკოპოს გაბრიელის ქ. #25/10, ს. ი. 3500 ტელ: +(995 496) 273 138 

 თელავის ოფისი 

 თელავი, ბარნოვის ქ. #10, ს.ი. 2200 ტელ: +(995 350) 230 745 / 271 371

 ბათუმის ოფისი

ბათუმი, გორგასლის ქ. #89, ს. ი. 6000 ტელ: +(995 422) 276 668

 

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის  შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირები: გიორგი გობრონიძე 577070501; მარიამ აბულაძე 595961900