სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტენდერში საკანცელარიო ნივთების შეძენაზე

2020-02-25 12:10
Featured image

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. 
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge

შესყიდვის ობიექტი - საოფისე აღჭურვილობის/საკანცელარიო ნივთები

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021წლის  20 მარტის ჩათვლით მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ #15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქსელური მაღაზიების არსებობის შემთხვევაში თელავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდისა და ბათუმში საიას ოფისების შესაბამის მისამართებზეც).

საქონლის ფასი: სატენდერო წინადადებაში საქონლის ერთეულისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

 

N

ნივთის დასახელება

დახასიათება

ერთეულის ფასი ტრანსპორტირების ჩათლით დღგ-ს გარეშე

ერთეულის ფასი ტრანსპორტირების ჩათლით დღგ-ს ჩათვლით

მოწოდების ვადა მოთხოვნიდან არაუგვიანეს ---- დღისა

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს 2021  წლის 20 მარტის ჩათვლით და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში).

ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტების მიხედვით, ცალკეული მოწოდების დროს დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით.

ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება მოწოდების დოკუმენტებისა და  მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე  gkiphiani@gyla.ge  გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);

ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები დანართისა და ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;

უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიებს რომლებსაც გააჩნიათ ქსელური მაღაზიები შესაბამის ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, თელავი; ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი.

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 2 ივნისის ჩათვლით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102

ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124)

ფაქსი: (995 32) 2923211

Email: gkiphiani@gyla.ge 

Web: www.gyla.ge