სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

Marneuli və Bolnisi bələdiyyələrində fövqəladə vəziyyət haqqında nə bilməliyik/რა უნდა ვიცოდეთ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ

2020-03-25 00:43
Featured image

Martın 23-də Gürcüstan hökuməti Marneuli və Bolnisi bələdiyyələrində Yeni Koronavirusun yayılmasının qarşısını almaq üçün karantin tədbirləri haqqında 180 saylı qərar qəbul etdi. Xüsusilə, Marneuli və Bolnisi bələdiyyələrinə giriş-çıxış məhdudlaşdırıldı. Bələdiyyəyə giriş məhdudiyyəti Marneuli və Bolnisi bələdiyyələrində qeydiyyata alınmış / faktiki sakinlərə şamil edilmir.

Qətnamə əsasən, Marneuli və Bolnisi bələdiyyələrinin ərazisinde hərəkət qadağan edilib. Bu məhdudiyyət aşağıdakılara aid deyil:

- Tibbi xidmət almaq üçün hərəkət;

- Qida və əczaçılıq məhsulları almaq üçün hərəkət etmək;

- Erzaq almaq / Xidmət almaq / İş fəaliyyəti göstərmək məqsədi ilə hərəkət etmək;

Lazım olduqda, Marneuli və Bolnisi Bələdiyyələrində, karantin, izolyasiya və tibbi məqsədlər üçün mülkiyyət hüquqları məhdudlaşdırılır və fiziki və hüquqi şəxslərin əmlak və maddi sərvətlərindən istifadə edilir.

Gürcüstanın İşğal Olunan ərazilərindən, Əmək, Səhiyyə və Sosial Məsələlər üzrə Məcburi Köçkünlər Nazirliyinə, lazım gələrsə, yerli və ya başqa munisipalitetlərdən olan, uyğun tibbi təhsilə və səlahiyyətə malik şəxslərin  Marneuli və Bolnisi bələdiyyələrinə səfərbər etmək hüququ verildi.

Fərmanda fövqəladə hallarda qaydaların pozulmasına görə müvafiq sanksiyalar nəzərdə tutulur, xüsusən:  Gürcüstan hökumətinin fərmanı ilə nəzərdə tutulmuş fövqəladə vəziyyət rejimini pozan fiziki şəxslər 3000 GEL, hüquqi şəxslər GEL 15000 cərimə ediləcək.

Eyni əməlin təkrarlanması şəxsin cinayət məsuliyyətinə cəlb olunmasını, habelə 3 ilə qədər azadlıqdan məhrum etməni nəzərdə tutur, bu bənddə qeyd olunan qayda pozuntusu  üçün hüquqi şəxs isə cərimə, fəaliyyət hüququnun ləğvi və ya likvidasiya ilə cəzalandırılır.

 

რა უნდა ვიცოდეთ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ

 

საქართველოს მთავრობამ, 23 მარტს, მიიღო დადგენილება „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“, დადგენილება N 180-ით დაადგინა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, შეზღუდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. მუნიციპალიტეტში შესვლის შეზღუდვა არ ეხება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებს.

დადგენილებით აიკრძალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:

- სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;

- სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;

- საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის შეიზღუდოს საკუთრების უფლება და გამოყენებულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცა უფლება,  საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

დეკრეტი ითვალისწინებს, საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს, კერძოდ: ფიზიკური პირები, რომლებიც დაარღვევენ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, დაჯარიმდებიან  3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდული პირები 15 000 ლარის ოდენობით. 

იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

 

ფოტო რადიო თავისუფლება