სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონკურსი კვლევის მომზადების თაობაზე-გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში

2016-09-07 18:33
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადების თაობაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში. 

კვლევაში განხილული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული რეგულაციები. მათ შორის, მინიმუმ 5 ქვეყნის:

- კანონმდებლობის მიმოხილვა;

- ევროკავშირის შესაბამის დირექტივა/ დირექტივები

- გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის წესი;

- შესყიდვის ობიექტთა ნუსხა;

- გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის სტანდარტები;

- კორუფციის პრევენციის მექანიზმები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესში;

- არსებული პრაქტიკა, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გამოყენების სიხშირე.

 

კვლევისთვის დადგენილი ძირითადი სტანდარტები:

  1. კვლევას უნდა წაემძღვაროს მოკლე ინფორმაცია კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ და მასში არ უნდა იქნეს გამოყენებული სქოლიოები და ეს ნაწილი უნდა შეიცავდეს მოკლე და ზოგად ინფორმაციას კვლევაში ასახული ძირითადი მიგნებების შესახებ. შესაბამისად, კვლევის ამ ნაწილში უნდა აისახოს კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები და დასკვნები, აგრეთვე აღწერდეს მის სტრუქტურას;
  2. კვლევა უნდა იყოს ერთიანად სტრუქტურირებული და შედგებოდეს, შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. ტექსტის ძირითადი ნაწილის სტურქტურირებისას შეძლებისდაგვარად დაცული უნდა იქნეს საამისოდ გამოყენებული სისტემა;
  3. სქოლიოები არ უნდა აჭარბებდნენ ტექსტის მთლიანი მოცულობის 10%-ს. სქოლიოს მითითებისას ავტორმა უნდა დაიცვას მის მიერ არჩეული სქოლიოს წარმოების ერთიანი სტილი. ავტორმა სქოლიოში უნდა მიუთითოს თავის მიერ მოყვანილი ციტატებისა და ფაქტობრივი გარემოებების წყარო;
  4. ტექსტი შესრულებული უნდა იყოს AcadNusx _12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი _ Time New Roman _12 ფონტით, სქოლიო _ იმავე ფონტების “10” ზომით; სტრიქონები უნდა დაშორდეს ერთი ინტერვალით. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს გვერდის ბოლოს, მარჯვენა მხარეს.  კვლევის სრული მოცულობა უნდა შეადგენდეს 25-დან 30 გვერდამდე;
  5. კვლევის ტექსტი ძირითადად, უნდა გადმოიცეს III პირში, ავტორი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მაქსიმალურად უნდა მოერიდოს I პირში თხრობას. კვლევას არ უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის სია (წყაროები განთავსებული იქნება სქოლიოებში).

 

პირობები:

- კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ერთი პირი, რომელიც კვლევას მოამზადებს 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით;

- ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;

- კვლევის მომზადებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება შეადგენს 3600 ლარს (დასაბეგრი);

- დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 30 სექტემბრის  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

- CV

- კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია,

- განხორციელებული/მომზადებული კვლევების ჩამონათვალი შესაბამისი ლინკებით, ან PDF ვერსიები

 

განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე - s.saladze@gyla.ge