გასული წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა: 1) პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, თუ მის სასარგებლოდ აგიტაციას აქტიური საარჩევნო უფლების არმქონე პირი აწარმოებდა;[1] 2)პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დროებით შეწყვეტას, თუ იგი პარლამენტის წევრისმისთვის განკუთვნილ მანდატებს ან მათ ნახევარს მაინც არ აითვისებდა, ან, თუ მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარი არასაპატიო მიზეზით გააცდენდა პლენარულ სხდომებს.[2]
ორივე ინიციატივის ინსპირაცია თავიდანვე ცხადი იყო. ისინი პასუხობდა არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ სიტუაციას, მიემართებოდა არსებულ ოპოზიციურ სპექტრს და კიდევ უფრო კონკრეტულად იდენტიფიცირებად სუბიექტებს. პროექტებს ინიცირების პირველივე დღეებში შეხვდა წინააღმდეგობა როგორც პოლიტიკური პარტიებიდან, ისე სამოქალაქო სექტორიდან.[3]ნეგატიურმა გამოხმაურებამ მცირედით იმოქმედა: იმ დროისთვის პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ძალამ შეაჩერა მათი განხილვა და კანონპროექტები დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაუგზავნა.[4] სამი თვის თავზე ვენეციის კომისიისგან კრიტიკული დასკვნები მოვიდა.[5]
კომისიის შეფასებით, ცვლილებები არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.[6] დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ახალი შეზღუდვები არაპროპორციულია,[7] ხოლო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის მათი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას.[8] ამასთან, დაფინანსება უკავშირდება არა მხოლოდ საპარლამენტო მანდატის მოპოვებას, არამედ პარტიათა ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს.[9] გარდა ამისა, კომისიის მოსაზრებით, პარტიებისთვის უფასო საეთერო დროის ჩამორთმევა საჯარო ინტერესს არემსახურება და დაუსაბუთებლად ზღუდავს ამომრჩევლის უფლებას, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.[10] დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხოელთა მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის აღკვეთის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ამ პირებისა და შესაბამისი პარტიის მიმართ სანქციის დაწესებითაც, თუმცა სიზუსტისა და პროპორციულობის მაღალი სტანდარტის დაცვით და არავითარ შემთხვევაში - რეგისტრაციის გაუქმებით.[11] საბოლოოდ, კომისია კანონპროექტით გათვალისწინებული ზომების ორ ძირითად უფლებასთან - გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან - წინააღმდეგობაზე მიუთითებს.[12]
ხომ არ იყო შესაძლებელი, ქვეყანას თავიდან აერიდებინა ვენეციის კომისიის ბაზაში საქართველოს მიმართ ამგვარი ცუდი პრაქტიკის დაარქივება? ამაზე პასუხი დადებითია.
კანონპროექტების ინიცირების პირველივე დღეებში, ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე, საია მათ მწვავედ აკრიტიკებდა.[13] ორგანიზაციამ თავისი მოსაზრებები პარლამენტს დასკვნის სახითაც წარუდგინა: დეკემბერში - დაფინანსების შეჩერების კანონპროექტზე,[14] რომელიც დაჩქარებული წესით იხილებოდა და მოასწრეს კიდეც პირველი მოსმენით მიღება, მოგვიანებით კი - პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტზე.[15] დასკვნებში, საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებათა გათვალისწინებით, გაკრიტიკებული იყო კანონპროექტებით შემოთავაზებული რეგულირებები. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მოუწოდებდა პარლამენტს, არ მიეღო ეს ცვლილებები. საიას (და არა მხოლოდ)რჩევა უმრავლესობამ ყურად არ იღო: ინიციატორმა კანონპროექტები ვენეციის კომისიაშიც კი ისე გააგზავნა, რომ სათანადო ყურადღებით არ მოუსმენია ალტერნატიული აზრი - იქნებ არც გამხდარიყო საჭირო საერთაშორისო ინსტიტუტის ჩართვა იმ საკითხზე, რომელსაც ადგილობრივი ექსპერტიზითაც გავართმევდით თავს.
ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია კანონპროექტებზე საჯარო კონსულტაციები, დაინტერესებული პირების მონაწილეობა, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა .ამაზე აქცენტს თავად კომისიაც აკეთებს ხსენებულ დოკუმენტებში.[16] როგორც აღმოჩნდა, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნა სრულად შეესაბამება საიას მიერ პარლამენტში გაგზავნილ მოსაზრებებსა და არგუმენტაციას, რომელთა წინასწარ გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა ინიციატორს კომისიისთვის დახმარების თხოვნით მიმართვამდე ჰქონდა. მათი გააზრების შემთხვევაში მმართველი ძალა გადაურჩებოდა საერთაშორისო ფორმატიდან ცივი წყლის გადასხმის არასასიამოვნო ეფექტს, ხოლო ქვეყანა - კანონის უზენაესობისა დაპოლიტიკური პლურალიზმის საკითხებში „ცუდი განზრახვების“ მქონის იარლიყს.
ავტორი: ნინო კაპანაძე
დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
[1] საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, N07-3/4/10, 16.12.2020, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/21128, განახლებულია: 24.03.2021. [2] „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანამდევ კანონპროექტებთან ერთად, N07-3/5/10, 16.12.2020, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/21127, განახლებულია: 24.03.2021. [3] „სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს“, საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი, 2020 წლის 24 დეკემბერი, ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3lO5Dkd, განახლებულია: 24.03.2021; იხ. აგრეთვე: „არასამთავრობოები ოპოზიციის წინააღმდეგ „ოცნების“ მიერ ინიცირებულ „სანქციებს“ გმობენ“, საინფორმაციო პორტალი „civil.ge”, 17.12.2020, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/387858, განახლებულია: 24.03.2021. [4] „კობახიძე პარტიების დაფინანსებაზე: ველით ოდირის და ვენეციის შეფასებას შემდეგი განხილვისთვის“, საინფორმაციო პორტალი „ტაბულა“, 23.12.2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3chLsbx, განახლებულია: 24.03.2021. [5] Venice Commission, OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (OSCE/ODIHR), Joint Opinion on the draft Article 791 of the Election Code of Georgia, CDL-AD(2021)009 (Council of Europe, 2021), ხელმისაწვდომია:. https://bit.ly/3vQJmHr, განახლებულია: 24.03.2021; Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the Amendments to the Election Code, the Law on Political Associations and the Rules of Procedure of the Parliament of Georgia. CDL-AD(2021)008, (Council of Europe, 2021),ხელმისაწვდომია: https://bit.ly/31dAQ79, განახლებულია: 24.03.2021. [6] Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the draft Article 791 of the Election Code of Georgia, para. 32. [7] Ibid., para. 13. აგრეთვე: Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the Amendments to the Election Code, the Law on Political Associations and the Rules of Procedure of the Parliament of Georgia, para. 12. [8] Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the Amendments to the Election Code, the Law on Political Associations and the Rules of Procedure of the Parliament of Georgia, paras. 12; 43. [9] Ibid., paras. 12, 41, 43, 44, 48; აგრეთვე: Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the draft Article 791 of the ElectionCode of Georgia, para. 29. [10] Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the Amendments to the Election Code, the Law on Political Associations and the Rules of Procedure of the Parliament of Georgia, paras. 14, 70, 71. [11] Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the draft Article 791 of the Election Code of Georgia, para. 29. [12] Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the Amendments to the Election Code, the Law on Political Associations and the Rules of Procedure of the Parliament of Georgia, para. 55. [13] „მათრახის პოლიტიკა” – საით მიჰყავს პოლიტიკური პროცესი „ოცნების” ახალ ინიციატივებს“, საინფორმაციო პორტალი „netgazeti.ge”, 19.12.2020, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/507289/, განახლებულია: 24.03.2021. [14] „საიას აზრით, პოლიტიკური პროტესტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, 23.12.2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2PjUknU, განახლებულია: 24.03.2021. [15] „საია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ლიდერის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივას უარყოფითად აფასებს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, 18.03.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3skEI1Y, განახლებულია: 24.03.2021. [16] Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the draft Article 791 of the Election Code of Georgia, paras. 21, 22; Venice Commission, OSCE/ODIHR, Joint Opinion on the Amendments to the Election Code, the Law on Political Associations and the Rules of Procedure of the Parliament of Georgia, paras. 26, 27, 28.