სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

European Implementation Network (EIN)

2019-04-25 10:23
Featured image

საია European Implementation Network-ის (EIN) წევრი გახლავთ 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ქსელი აერთიანებს 35 წევრს  23 ქვეყნიდან და ხელს უწყობს წევრ ორგანიზაციებს, ევროპის საბჭოს შესაბამისი სტრუქტურების წინაშე, მოახდინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ადვოკატირება.

დღეის მდგომარეობით, საიას 25-ზე მეტი საქმე აქვს წარმატებით დასრულებული ევროპულ სასამართლოში, რომელთა უმრავლესობა მინისტრთა კომიტეტში აღსრულების ეტაპზეა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულება მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს დარღვეული უფლებების აღდგენისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემდგომი პრევენციისთვის.

შესაბამისად, European Implementation Network-ის წევრობა საიას აძლევს შესაძლებლობას:

- განავითაროს ურთიერთობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს;

- მიიღოს აქტიური მონაწილეობა მინისტრთა კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შორის გამართულ რეგულარულ შეხვედრებში;

- კომიტეტის წინაშე მოახდინოს ამ თუ იმ კონკრეტულ საქმეთა აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და პრობლემების ეფექტიანი ადვოკატირება.

 

European Implementation Network-ის ვებ გვერდი: http://www.einnetwork.org/members-partners   / Twitter: @EI_Network

 

საკონტაქტო პირები: ნინო ჯომარჯიძე - n.jomarjidze@gyla.ge  / სულხან სალაძე - s.saladze@gyla.ge