სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ძალადობის მსხვერპლი ქალის საქმე წარმატებით დასრულდა

2022-08-09 15:16
Featured image

საიას აჭარის ფილიალი იცავდა ქალის ინტერესებს, რომელიც ორი წლის განმავლობაში იყო სისტემატიური ძალადობის, დამცირების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

2021 წლის 09 ნოემბერში, საიას დახმარებით, მსხვერპლ ქალს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და მოძალადეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცხრა სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა);139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება); 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა); 1511 მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება); 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება); 159-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა); 1571 მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა); 1571 მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება მათ შორის, სოციალური ქსელის, მეშვეობით); 3811 მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

მიმდინარე წლის 06 აგვისტოს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, სასამართლომ მოძალადე ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნო დამნაშავედ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით წარდგენილი ბრალდებისა, რომელიც გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლზე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა). სასამართლომ მოძალადეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.