ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge
მომსახურება უნდა მოიცავდეს:
წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
1. ფინანსური აუდიტის ჩატარების მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება;
2. არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება;
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
1. მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;
2. მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება;
3. ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება;
4. შესაბამისი აუდიტორული მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;
5. რეკომენდაცია რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან.
ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია ეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ტენდერის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ერთზე მეტი კომპანია.
დოკუმენტები მიიღება 2022 წლის 21 თებერვლის ჩათვლით ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge, გთხოვთ საგანში მიუთითოთ: ტენდერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.