2015 წლის 13 თებერვალს, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის -“სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” პრეზენტაცია გამართა. ფონდის პარტნიორები პროექტის განხორციელებაში არიან მასწავლებლის სახლი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სამართლის კლინიკა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე --> http://gyla.ge/geo/news?info=2429