სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კარგი მმართველობის პროგრამის დირექტორი

უკან

საია აცხადებს კონკურსს კარგი მმართველობის პროგრამის დირექტორის პოზიციაზე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კარგი მმართველობის პროგრამის მიზანია ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილების ადვოკატირება და კარგი მმართველობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამა შედგება პროგრამის სტრატეგიის შესაბამისი პროექტების პორტფოლიოსგან, მათ შორის პროგრამა კურირებს საარჩევნო პროექტებს.

კარგი მმართველობის პროგრამის დირექტორი პასუხისმგებელია შესაბამისი პროგრამის სტრატეგიულ დანერგვასა და განვითარებაზე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების/სერვისების ეფექტიან განხორციელებაზე.  

კარგი მმართველობის პროგრამის დირექტორის ძირითადი ფუნქციაა პროგრამული მიზნებიდან გამომდინარე არსებული ვითარებისა და გამოწვევების მიმდინარე ანალიზი, სტრატეგიის შესაბამისად პროექტების პორტფოლიოს განვითარება და პროექტების სინერგიისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ასევე საარჩევნო პროექტების ფარგლებში სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადამიანის უფლებების პროგრამასთან და რეგიონულ ოფისებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა.  

 

კარგი მმართველობის პროგრამის დირექტორის ძირითადი ფუნქციები:  

- დირექტორთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულება;

- ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე ქვეყანაში არსებული სისტემის (კანონმდებლობის, სხვადასხვა სტრუქტურების, პროცესების) მუდმივი ანალიზი და ხარვეზების იდენტიფიკაცია; 

- ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე  მმართველობის დონის ასამაღლებლად საიას სტრატეგიის - პრიორიტეტული ამოცანების სამუშაო ვერსიის მომზადება, მისი განხილვისა და დამტკიცების კოორდინაცია; 

- პროგრამის სტრატეგიიდან გამომდინარე პროექტებზე იდეების/წინადადებების გამოვლენა და პროექტების ინიცირება, პროექტების განაცხადებისა და ფონდების მოზიდვის პროცესში აქტიური მონაწილეობა; 

- პროგრამის პორტფოლიოში შემავალ პროექტებს შორის კოორდინაციის მექანიზმის შემუშავება და დანერგვა სინერგიის გაზრდისა და გადაფარვების თავიდან აცილების მიზნით; 

- პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და შესაბამისი გეგმებისა და ანგარიშების გაცნობა და დამტკიცება; 

- პროექტების კოორდინატორთა შესრულების მართვა, მათ მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა და დადგენილი წესით მათი შეფასების განხორციელება;

- პროგრამული მიმართულებით მედია კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და შეთანხმებული წესის მიხედვით საჯარო განცხადებების გაკეთება; 

- პროგრამის ფარგლებში მედიასთან კომუნიკაციის, ადვოკატირებისა და ლობირების გაძღოლა და მონიტორინგი, კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);

- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 

- ინგლისური ენის  ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

- გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

- დაგეგმვისა და მართვის უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;

- პრეზენტაციის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

 - განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. 

- შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება საიას გამგეობას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.   

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 წლიან ხელშეკრულებას.ერთიდაიმავე პირის პროგრამის დირექტორად განმეორებით დანიშვნა შეზღუდული არ არის. 

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019  წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე  - ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge