სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წესდების ცვლილებები

2011-10-11 13:02
Featured image

წინამდებარე დოკუმენტი წარმოდგენილია საიას გამგეობის მიერ, როგორც საიას წესდების ცვლილებების პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს საიას რიგით XVIII საერთო კრებაზე, ა.წ. 29 ოქტომბერს.

მიღებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის XVIII საერთო კრების მიერ
2011 წლის 29 ოქტომბერს
-----------------------------
თბილისი
2011

მუხლი 1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1.  წესდების პირველი მუხლის 1.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1.2. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია დაფუძნებულია 1994 წლის 9 სექტემბერს.“
2. წესდების პირველი მუხლის 1.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1.4.  ასოციაციის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15.“
3. წესდების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„დ) იურიდიული პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება.“
4. წესდების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 3
საქმიანობის ფორმები
3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:
ა) ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას იურისტთა პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
ბ) ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
გ) ხელს უწყობს მოსახლეობის სამართლებრივი დაცვის ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნას;
დ) ქმნის იურიდიული მომსახურების ცენტრებს და უზრუნველყოფს სასამართლო და სხვა ორგანოებში წარმომადგენლობას;
ე) იცავს ადამიანის უფლებებს სახელმწიფო ორგანოებთან მიმართებაში, მათ შორის სტრატეგიული სამართალწარმოების გზით;
ვ) ეწევა ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას;
ზ)ლობირებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან;
თ) ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იურიდიული და სამოქალაქო განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;
ი) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;
კ) ეწევა მოსახლეობაში სამართლებრივ და სამოქალაქო განათლების საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას;
ლ) სამართლებრივი ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე ორგანიზაციის პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განხილვაში;
მ) ეწევა ყველა დონის არჩევნების მონიტორინგს, აგრეთვე მონაწილეობს არჩევნების მონიტორინის საერთაშორისო მისიებში;
ნ) ქმნის ასოციაციის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ო) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
პ) ახდენს ქონების დაგროვებას საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
ჟ) გასცემს გრანტს.
რ) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.“
5. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „წევრად მიღება“
6. მე-4 მუხლის 4.5 და 4.6 პუნქტები გამოეყოს მე-4 მუხლს და ჩამოყალიბდეს 41  მუხლად, რომლის ფორმულირება განისაზღვროს შემდეგნაირად:
„მუხლი41
ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

41.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
ვ) გარდაცვალებისას;
41.2 საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.“

7. მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამულ საქმიანობაში;“

8. მე-5 მუხლს გამოეყოს 5.3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს 51  მუხლად შემდეგი სახით:
„მუხლი51
წევრის პასიური ხმის უფლების შეზღუდვა

51.1ასოციაციის 40 წელს გადაცილებულ წევრზე არ ვრცელდება ამ წესდების 5.1.ბ. მუხლით გათვალისწინებული ასოციაციის მმართველ ორგანოებში არჩევის (პასიური ხმის) უფლება.
51.2 ასოციაციის წევრის ამ წესდების 5.1.ბ. მუხლით გათვალისწინებული ასოციაციის მმართველ ორგანოებში არჩევის (პასიური ხმის) უფლება ასევე იზღუდება 101.3 მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას.“
9. მე-6 მუხლის 6.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.1. ასოციაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ და ტარდება ყოველი წლის ოქტომბერ-ნოემბერში;“
10. მე-6 მუხლს გამოეყოს 6.4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს 61  მუხლად შემდეგი სახით:
„მუხლი61
საერთო კრების უფლებამოსილებები
61.1 საერთო კრება:
ა) დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში, გარდა დანართი #1-სა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრთა სია);
ბ) ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს გამგეობის წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა;
გ) ისმენს ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;
დ) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
ე) დამსწრეთა ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;
ვ) წევრთა ოთხი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას წევრის ასოციაციიდან გარიცხვის შესახებ.
61.2 საერთო კრებას ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარედგინება აუდიტის ფინანსური დასკვნა;“

11. მე-6 მუხლს გამოეყოს 6.5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს 62   მუხლად შემდეგი სახით:
„მუხლი 62
რიგგარეშე საერთო კრება
6 2 .1 რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის გამგეობის მიერ:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) თავმჯდომარის ან ასოციაციის წევრთა მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
62.2 რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა წინასწარ დადგენილი დღის წესრიგით და სრულდება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.“

12. ამოღებულ იქნეს წესდების მე-7 მუხლი;
13. წესდების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8

გამგეობა
8.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა 21 წევრისაგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა, რომლის წევრებსაც სამი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.
8.2 გამგეობის სხდომები იმართება ყოველი კენტი თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამგეობის წევრებს და ასოციაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში  მოწვევისთანავე.
8.3 გამგეობის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ან მასში გამგეობის წევრმა მონაწილეობა მიიღოს ელექტორნული საკომუნიკაციო საშუალებების (ინტერნეტი, ტელეფონი და სხვ.) გამოყენებით (ვიდეო კონფერენცია).
8.4 გამგეობის წევრს ასევე უფლება აქვს წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ელექტრონული ფოსტა, ჩატი და სხვა) გამოხატოს პოზიცია განსახილველი საკითხის შესახებ და ამ სახით მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად გათვალისწინებული არ არის ფარული კენჭისყრის ჩატარება.
8.5. 8.4 პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევაში გამგეობის წევრს შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს გამგეობის სხდომის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.
8.6. გამგეობა:
ა) გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;
ბ) იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ასოციაციის წევრებს;
გ) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ერთი თვით ადრე;
დ) იძლევა თანხმობას აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნაზე;
ე) ფარული კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად მიღების საკითხებს;
ვ) სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ზ) ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;
თ) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
ი) ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად;
კ) ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;
ლ) წყვეტს ასოციაციის კოალიციებში, რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;
მ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესახებ დებულებას;
ნ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის სხდომებზე იწვევს და ისმენს ასოციაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამების / პროექტების ხელმძღვანელების, ასოციაციის მიერ დაუფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების, ასოციაციის ფილიალებისა და წარმომადგენლოებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ანგარიშებს;
პ) ადგენს ასოციაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;
ჟ) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
რ) ირჩევს ასოციაციის ბეჭდვითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს;
ს) თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;
ტ) ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს ასოციაციის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს;
უ) აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
ფ) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

8.7 გამგეობის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდება:
ა) საია–ს წევრობის შეწყვეტისას;
ბ) გამგეობის სხდომებში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 4 თვის მანძილზე მონაწილეობის მიუღებლობისას;
8.8 გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან გამგეობის წევრი შეირჩევა გამგეობის მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული გამგეობის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.“
14. წესდების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი9
თავმჯდომარე
9.1. ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე.
9.2. ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან ერთი წლის ვადით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე.
პირი ასოციაციის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ სამზე მეტი ვადით. თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს.
ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას.
ასოციაციის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე. საერთო კრების შემდეგ თუ თავმჯდომარე და მოადგილე, ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევამდე ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მათი ფუნქციების შესრულება დაევალოს გამგეობის უხუცეს წევრს.
9.3.თავმჯდომარე:
ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
ბ) ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
გ) წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) წყვეტს ასოციაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს და ამის შესახებ აცნობებს გამგეობის წევრებს;
ე) ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას;
ვ) უძღვება ასოციაციის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესით;
ზ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;
თ) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ი) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს;
კ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
9.4. მოადგილე თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
9.5. თავმჯდომარის (მოადგილის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს (მოადგილეს) დარჩენილი ვადით.
9.6. ასოციაციის თავმჯდომარის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს გამგეობა.
9.7. ასოციაციის თავმჯდომარე და მოადგილე ასოციაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად. ისინი ასოციაციისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ მის წინაშე, სპეციალურ წარმომადგენელთან აღმასრულებელ დირექტორთან ერთად.“

15. წესდების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი10
აღმასრულებელი დირექტორი

10.1. ასოციაციის სპეციალური წარმომადგენელია აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფარგლები, აგრეთვე მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით.

10.2 აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით ნიშნავს თავმჯდომარე გამგეობის თანხმობით;

10.3. აღმასრულებელი დირექტორი:

ა) მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების ფარგლებში წარმოადგენს გამგეობას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარის და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ანგარიშს აბარებს გამგეობას;
გ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ასოციაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;
დ) ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
ე) დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაციის სახელით;
ვ) თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს;
ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს;
10.4. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის თავმჯდომარე.“
16. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი101
ინტერესთა კონფლიქტი
101.1. ასოციაციის თავმჯდომარეს და აღამასრულებელ დირექტორს უფლება არა აქვთ იმავდროულად იყვნენ საჯარო ან სხვა ანაზღაურებად სამსახურში ან/და ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებას, მათ შორის ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.
101.2. ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს ასოციაციის გამგეობის ან სხვა ისეთი ორგანოების წევრი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.“

101.3.
(აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით შემოთავაზებულია 4 ვერსია)
ვერსიაI
3. გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საიას წევრი, რომელსაც შრომით სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებს საიასთან.

ვერსიაII
3. გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საიას წევრი, რომელიც:
ა)  არის პოლიტიკური ორგანიზაციის აღმასრულებელი ან/და სარევიზიო ორგანოს წევრი;
ბ) არის პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ვერსიაIII

3. გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საიას წევრი, რომელიც არის პოლიტიკური ორგანიზაციის აღმასრულებელი ან/და სარევიზიო ორგანოს წევრი;
ვერსიაIV
(მოცემული ვერსიის მიხედით, წესდების მე-101 მუხლში არავითარი ცვლილება არ შევა, სამაგიეროდ წესდების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი ჩამოყალიბდება ახლებურად, ხოლო 8.7 პუნქტს დაემატება „გ“ ქვეპუნქტი)
8.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა 21 წევრისაგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა, რომლის წევრებსაც სამი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით.გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.
გამგეობა ყოველწლიურად ირჩევს 7 ახალ წევრს, რომელთგან:
ა)  5 წევრი  არ უნდა იმყოფებოდეს შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში საიასთან (არათანამშრომელთა კვოტა);

ბ)  2 წევრი უნდა იყოს ასოციაციის თანამშრომელი(თანამშრომელთა კვოტა).
8.7.
გ) პირს უწყდება გამგეობის წევრის უფლებამოსილება, თუ ის გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის 8.1 პუნქტის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ამავდროულად მეორე და მესამე ალტერნატივის მიღების შემთხვევაში, მე–8 მუხლის 8.1 პუნქტი და 8.7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება IV ვერსიაში მითითებული სახით.
17. ამოღებულ იქნას წესდების მე-11 მუხლი;
18. წესდების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი12
მრჩეველთა საბჭო

12.1. ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოა გამგეობის მიერ შექმნილი ასოციაციის მრჩეველთა საბჭო.

12.2 გამგეობა მრჩეველთა საბჭოს ირჩევს ფარული კენჭისყრით საერთო კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
12.3 საბჭოს წევრის დასახელების უფლება აქვს გამგეობის წევრს, აგრეთვე საიას ნებისმეირ წევრს, გამგეობისთვის წერილობითი მიმართვის ფორმით.
12.4 პირის საბჭოს წევრად არჩევამდე აუცილებელია მისი თანხმობა;
საბჭოს წევრი აირჩევა ერთი წლის ვადით.
12.5 საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა. მრჩეველთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს.
12.6 მრჩეველთა საბჭოს სხდომები მოიწვევა დებულებით განსაზღვრულ ვადებში და წესით ასოციაციის თავმჯდომარის, გამგეობის,  ან საბჭოს ინიციატივით.“

19. წესდების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი14
ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა
14.1 ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
14.2. ასოციაციის ლიკვიდაციას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
14.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილიწესით.“


მუხლი 2
ეს ცვლილებები ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისთანავე.