საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აწყობს ერთდღიან ტრენინგს მოქმედი ჟურნალისტებისათვის საქართველოს მასშტაბით. ტრენინგი ორი ნაწილისაგან შედგება: 1. ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ. 2. ჟურნალისტთა უფლებები წინასაარჩევნო კამპანიისას და არჩევნების დღეს.
ტრენინგები გაიმართება:
თბილისში – 22 სექტემბერს,
თელავში – 23 სექტემბერს,
ქუთაისში – 25 სექტემბერს,
ბათუმში – 26 სექტემბერს.
პროექტი ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია NED (National Endowment for Democracy) მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული. ტელ. 93 01 01 / 95 23 53 ან 893 28 13 27. ელფოსტა: presscenter@gyla.ge